Thumbnail
  • ხუთ ქართველს შორის ვის ჰქონდა საუკეთესო სტარტი NBA-ში
  • NBA-ს ქართული რეკორდები და გოგას პერსპექტივა

NBA-ს 2019/20 წლების სეზონში გოგა ბითაძემ ინდიანა პეისერსის 6 მატჩიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა. 2019 წლის დრაფტზე მე-18 ნომრად არჩეული ქართველი ცენტრის სტატისტიკა ასეთია - 5.3 ქულა, 3.8 მოხსნა, 1.0 პასი და 2.3 დაფარება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

გოგა ბითაძის სტატისტიკა 4 მატჩში - 5.3 ქულა, 3.8 მოხსნა, 1.0 პასი და 2.3 დაფარება.

გოგა ბითაძის მიღწევები

🏀 უკვე მე-3 მატჩში ითამაშა 20 და მეტი წუთი.

🏀 მე-3 მატჩში მოახერხა 10 ან მეტი ქულის მოპოვება.

🏀 მე-3 მატჩში ჩააგდო პირველი სამქულიანი.

🏀 მე-3 მატჩში შეძლო 4 დაფარების შესრულება, რაც მე-4-ში გაიმეორა.

🏀 უკვე მე-4 მატჩში იყო სასტარტო ხუთეულში.

ჯერჯერობით სულ ეს არის 20 წლის ქართველი ახალბედის მიღწევები, თუმცა მას ყველაფერი წინ აქვს. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში აქამდე 4 ქართველ კალათბურთელს უთამაშია. ვნახოთ, როდის მიაღწიეს მათ ამ მაჩვენებლებს.

დაფარება გოგას ძლიერი მხარეა

გოგა ბითაძე საშუალოდ 2.3 დაფარებას აკეთებს ეს კი NBA-ში მე-7 შედეგია!

ვლადიმერ სტეფანია

20 წუთი: მე-13 მატჩში

10 ქულა: მე-12 მატჩში

3-ქულიანი: მე-3 სეზონის, მე-7 მატჩში

4 დაფარება: მე-4 სეზონის, მე-7 მატჩში

სასტარტო: მე-9 მატჩში

ნიკოლოზ ცქიტიშვილი

20 წუთი: პირველივე მატჩში

10 ქულა: მე-2 მატჩში

3-ქულიანი: პირველივე მატჩში

4 დაფარება: არასდროს

სასტარტო: მე-9 მატჩში

ზაზა ფაჩულია

20 წუთი: მე-13 მატჩში

10 ქულა: 30-ე მატჩში

3-ქულიანი: არასდროს

4 დაფარება: მე-14 სეზონში

სასტარტო: 41-ე მატჩში

თორნიკე შენგელია

20 წუთი: მე-19 მატჩში

10 ქულა: მე-19 მატჩში

3-ქულიანი: მე-2 მატჩში

4 დაფარება: არასდროს

სასტარტო: არასდროს

ხუთიდან სამ მაჩვენებელს მასზე უკეთ და სწრაფად ნიკოლოზ ცქიტიშვილმა მიაღწია (20 წუთი, სამქულიანი და 10 ქულა), რომელიც 2002 წლის დრაფტზე აირჩიეს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. დანარჩენ ორში (დაფარებები და სასტარტო) საუკეთესო სტარტი აქვს ქართველებში. იმ სამი კატეგორიითაც ორში, ცქიტიშვილის შემდეგ პირველია. ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია გოგას სტარტი წარმატებულად ჩავუთვალოთ.

გოგამ უკვე 2 სამქულიანი ჩააგდო

ზაზა ფაჩულიას ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა, ის ორჯერ NBA-ს ჩემპიონიც გახდა, მაგრამ გოგამ უკვე მესამე მატჩში შეძლო ის, რაც ზაზას მთელი კარიერის განმავლობაში არ გამოუვიდა - სამქულიანის ჩაგდება. აქ მაინც ნიკას აღნიშნვა არ უნდა დაგვავიწყდეს - ცქიტიშვილმა კარიერის პირველივე მატჩში 3 სამქულიანი ჩააგდო.

გოგამ მეოთხე მატჩშივე შეძლო ის, რაც თორნიკე შენგელიას ამერიკულ კარიერაში არ ღირსებია - სასტარტო ხუთეულში დაწყება.

გოგამ მესამე მატჩშივე შეძლო 4 დაფარების გაკეთება - ამისთვის ფაჩულიას 14 სეზონი (!) დასჭირდა, სტეფანიას კი 4 (თუმცა ეგრევე 7 ბლოკი გააკეთა).

და მაინც, როგორია ქართული რეკორდები და როდის (თუ) შეძლებს გოგა მათ დამხობას.

ქართული რეკორდები NBA-ში

წუთები: 54:10 (ფაჩულია) - 2012 წ. ატლანტა-იუტა

ქულა: 27 (ფაჩულია) - 2007 წ. ატლანტა-ვაშინგტონი

მოხსნა: 21 (ფაჩულია) - 2-ჯერ

პასი: 10 (ფაჩულია) - 2014 წ. მილუოკი-მინესოტა

ჩაჭრა: 5 (ფაჩულია) - 2-ჯერ

ბლოკი: 7 (სტეფანია) - 2001 წ. მაიამი-შარლოტი

სამქულიანი: 3 (ცქიტიშვილი) - 2-ჯერ

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები