Thumbnail

'დიდი ხანია, რაც ასე კარგ ფორმაში არ ვყოფილვარ' - ტოჩინოშინი სპარინგებს იგებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • წლის ბოლო ბაშო 10 ნოემბერს კუნძულ კიუშუზე იწყება
  • ტოჩინოშინი ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ემზადება
14 ბრძოლიდან 10 მოიგო

10 ნოემბერს წლის უკანასკნელი, კიუშუს ბაშო იწყება, რომელზეც სეკივაკე ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მთავარი ამოცანა ოძეკის ტიტულის დაბრუნება იქნება.

მისთვის ქართველმა სუმოისტმა ბაშოზე 15-დან 10 ორთაბრძოლა მაინც უნდა მოიგოს. ამ შემთხვევაში ის წლის განმავლობაში მეორედ დაიბრუნებს ჩემპიონის რანგს.

შემოდგომის ტურნე დასრულებულია და სუმოისტები ბაშოსთვის ინტენსიურად თავიანთ კლუბებში ემზადებიან, თუმცა სხვადახვა კლუბების წარმომადგენელთა სპარინგებიც არ არის იშვიათი.

გუშინ 5 სეკიტორი შეიკრიბა და სპარინგები გამართა. მათ შორის ორივე სეკივაკე იყო, ტოჩინოშინი და მიტაკეუმი. ასევე კომუსუბი ასანოიამა და თითო მაეგაშირა და ჯურიოს წარმომადგენელი.

ტოჩინოშინს ბრწყინვალე შედეგი ჰქონდა - 10 მოგება და 4 მარცხი. ტოჩინოშინი ასანოიამას 5-ჯერ შეხვდა და 4-ჯერ მოუგო. 

"თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ასე კარგად დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მუხლების მდგომარეობა გამიუმჯობესდა. ვფრთხილობ, ცაში ფრენას არ ვაპირებ", - განუცხადა nikkansports.com-ს ტოჩინოშინმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები