Thumbnail
  • რეალი რაჰიმ სტერლინგზე სერიოზულად ფიქრობს
  • სიტის გარეთ ბეილი არ აინტერესებს

Sky Sports-ის ინფორმაციით, მადრიდის რეალი მანჩესტერ სიტის და ინგლისის ნაკრების ვარსკვლავის, რაჰიმ სტერლინგის შეძენას გეგმავს. როგორც ირკვევა, სამეფო კლუბი ინგლისურ გრანდს მეგა-შეთავაზებას უმზადებს - მადრიდელები მზად არიან, მანჩესტერელებს სტერლინგის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაუხადონ და გარეთ ბეილიც დაუთმონ.

Sky Sports წერს, რომ რეალის სკაუტები სტერლინგს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში (მონტენეგროსთან და კოსოვოსთან) კიდევ ერთხელ დააკვირდებიან და რეალი ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რა სახის შეთავაზებით მიმართოს სიტის.

როგორც ირკვევა, სტერლინგის მრჩეველი რეალის დირექტორ ხოსე ანხელ სანჩესს ზაფხულშიც შეხვდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. მადრიდულ გრანდს სტერლინგის გადაბირება ახლაც გაუჭირდება, რადგან სიტის არც მისი გაყიდვა სურს და არც ბეილი აინტერესებს. გადამწყვეტი თვითონ სტერლინგის აზრი იქნება - თუ რეალში გადასვლას მოისურვებს, მანჩესტერ სიტის მისი შენარჩუნება გაუჭირდება.

აღსანიშნავია, რომ თუ სიტი ბეილის გადაბირების წინააღმდეგი იქნება, სტერლინგის ფასი დაახლოებით 200 მილიონია. 24 წლის რაჰიმ სტერლინგს სიტისთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

კომენტარები

ბოლო ამბები