Thumbnail

ვის დანიშნავენ ბაიერნში? რანგნიკი და ვენგერი მთავარი კანდიდატურები არიან!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • კლუბი კოვაჩის შემცვლელს ეძებს
  • რალფ რანგნიკი, არსენ ვენგერი და სხვები...

გუშინ ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან - ნიკო კოვაჩი გადააყნეს. გერმანიაში დაბადებულ და გაზრდილ ხორვატს, ხელმძღვანელობამ ფრანკფურტან 5:1 წაგება არ აპატია. კოვაჩმა გუნდი 2018 წელს პოსტზე იუპ ჰაინკესი შეცვალა.

გუნდი უკვე შეუდგა ახალი მწვრთნელის ძიებას, სავარაუდო კანდიდატთა სიაში 4 გვარი ფიგურირებს - მასიმილიანო ალეგრი, რალფ რანგნიკი, არსენ ვენგერი და ერიკ ტენ ჰაგი. როგორც ამბობენ ოთხეულში ფავორიტი - რალფ რანგნიკია.

კლუბში ახლა უცნაური სიტუაციაა, პრეზიდენტი - ული ჰიონესი პოსტს 15 ნოემბერს დატოვებს, თუმცა მომავალი მწვრთნელის შესახებ ბოლო სიტყვას მაინც ჰიონესი იტყვის.

❔ რალფ რანგნიკი | შალკეს ყოფილი მწვრთნელი, დღეს რედ ბულის გუნდების (ლაიპციგი, ზალცბურგი) სპორტული დირექტორია და ამ კლუბების საგრძნობი პროგრესი, სწორედ მის სახელს უკავშირდება. რანგნიკი ასევე ე.წ. 'გეგენპრესინგის' ერთ-ერთი პიონერი გახლავთ.

❔ არსენ ვენგერი | კიდევ ერთი სავარაუდო კანდიდატი არსენ ვენგერია, რომელსაც არსენალიდან წამოსვლის შემდეგ არ უმუშავია და რომელსაც ბაიერნის ხელმძღვანელობა ძალიან აფასებს. ვენგერი გერმანულ ენას თავისუფლად ფლობს და ამბობენ, რომ ეს გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

❔ ერიკ ტენ ჰაგი | აიაქსის ტენ ჰაგიც ძლიერი კანდიდატურაა - აიაქსის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამყვანი ჰოლანდიელი, ბაიერნს კარაგად იცნობს, სადაც 2013-15 წლებში მეორე გუნდის მწვრთნელად მუშობდა.

❔ მასიმილიანო ალეგრი | იუვენტუსის ახალი იდენტობის ერთ-ერთი არქიტექტორი დღეს უმუშევარია, თუმცა კლუბი კარლო ანჩელოტის შემდეგ გერმანული ენის არ მცოდნე მწვრთნელებს ერიდება. თუმცა მას მაინც აქვს შანსი, რადგან ჯოვანი ბრანჩინი წარმაოდგენს, რომელსაც ბაიერნში ძალიან ენდობიან.

და ბოლოს, გაჟღერდა ჟოზე მოურინიოს სახელი და გვარიც, თუმცა ცნობიალია, რომ პორტუგალიელი ული ჰიონესს არ მოსწონს და მასთან პიროვნული უთანხმოება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები