Thumbnail
  • ბექა ბურჯანაძემ 6 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა
  • გრან კანარიამ სეზონში მე-3 მატჩი მოიგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურის დასკვნით მატჩში ბექა ბურჯანაძის გრან კანარია ევროლიგის მონაწილე ვალენსიას ესტუმრა და მოულოდნელი გამარჯვება იზეიმა – 88:86.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერის გუნდმა სამივე საწყისი მეოთხედი წააგო, თუმცა, ბოლო ათწუთეულში მხოლოდ 6 ქულა გაუშვა, თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა და სეზონში მე-3 მატჩი მოიგო.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 25:25 წუთში 6 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. ბექამ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში გამორჩეული მონტენეგროს მოქალაქეობის მქონე ამერიკელი უკანახაზელი ომარ კუკი იყო, რომელმაც 24 ქულა და 8 პასი მოაგროვა. შედეგად, ის ტურის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

გრან კანარია სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 9 ნოემბერს, სტუმრად, ბილბაო ბასკეტთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები