Thumbnail
  • ბაიერნმა ანჩელოტი და კოვაჩი იდენტური განცხადებით გაუშვა
  • შეცვლილია მხოლოდ სახელები
  • მიუნხენში რამდენიმე სტანდარტული დრაფტი აქვთ, რომელთაც იყენებენ

გუშინდელი საფეხბურთო დღის მთავარი ამბავი ბაიერნიდან ნიკო კოვაჩის გაშვება იყო. ჟურნალისტებმა ბაიერნის განცხადება შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მიუნხენურმა კლუბმა ნიკო კოვაჩის გაშვების დროს ზუსტად იგივე ტექსტი გამოიყენა, რაც ორიოდე წლის წინ კარლო ანჩელოტის გუნდიდან გათავისუფლებისას - ტექსტი იდენტურია, მხოლოდ ანჩელოტის ნაცვლად კოვაჩის სახელია გამოყენებული.

ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ არის. ბაიერნის პრეს-რელიზში კლუბის სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის და კლუბის პრეზიდენტის კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებები იყო გამოქვეყნებული - ტექსტი აქაც იდენტურია, ორი წლის წინაც ბაიერნის მენეჯერები სიტყვასიტყვით იგივეს ამბობდნენ, მხოლოდ ერთი ცვლილებით, ანჩელოტის გაშვების დროს, ბაიერნის ვერსიით ორივე ეს განცხადება რუმენიგეს ეკუთვნოდა, ახლა კი ერთ განცხადებას რუმენიგე იმეორებს, მეორე კი სალიჰამიჯიჩს 'მიაწერეს'.  

როგორც ჩანს, მიუნხენში უბრალოდ რამდენიმე შემუშავებული, სტანდარტული დრაფტი აქვთ და საჭიროების შემთხვევაში იყენებენ ისე, რომ მხოლოდ გვარს და განცხადების ავტორს ცვლიან.

კომენტარები

ბოლო ამბები