Thumbnail

ჩოგბურთის სამყარო: პარიზში გამარჯვების შემდეგ ჯოკოვიჩი ლონდონშიც ფავორიტია

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • პარიზში ჯოკოვიჩმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა
  • ზედიზედ ოთხ თამაშში მას თავისი მოწოდება არ წაუგია
  • შემაჯამებელ ტურნირს ის ფავორიტის რანგში ხვდება
  • როჯერს და რაფას ტრავმები აწუხებთ

პარიზის მასტერსზე შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩი ლონდონის, შემაჯამებელ ტურნირს ფავორიტის რანგში ხვდება. პარიზში ჯოკოვიჩმა კაილ ედმუნდს, სტეფანოს ციციპასს, გრიგორი დიმიტროვს და დენის შაპოვალოვს ისე მოუგო, რომ თავისი ჩაწოდება არ წაუგია. შაპოვალოვთან მოგებული ფინალის (6:3; 6:4) პირველ სეტში მან თავის მოწოდებას საერთოდაც მხოლოდ 5 ბურთი დათმო. საერთოდაც მასტერსის ხუთ შეხვედრაში მან ყველა სეტი მოიგო. ამერიკის ღია პირველობაზე მიღებული ტრავმის შემდეგ სერბს ასეთი სათამაშო ფორმა არ უჩვენებია. 

ამ გამარჯვებამ ჯოკოვიჩს ასევე 1000 სარეიტინგო ქულა მოუტანა და ეს პარიზში მისი მეხუთე წარმატება იყო. პარიზი მის ერთ-ერთ ფავორიტ მასტერსად რჩება. სპეციალისტების აზრით მის შანსებს ლონდონური შემაჯამებელი ტურნირის წინ ზრდის ის ფაქტი, რომ მის მთავარ კონკურენტებს ტრავმები აწუხებთ - რაფა ნადალი პარიზის მასტერსს სწორედ ტრავმის გამო დაემშვიდობა ნახევარფინალში, როჯერ ფედერერს კი ამავე მიზეზით საერთოდ არ უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები