Thumbnail

ინდიანა პეისერსის 20 წლის ქართველმა კალათბურთელმა გოგა ბითაძემ ინდიანა პეისერსის მაისურით სასტარტო ხუთეულში პირველი მატჩი ჩაატარა. ჩვენებურის გუნდმა შინაურ კედლებში ჩიკაგო ბულსს 108:95 სძლია, რაშიც თავისი წვლილი გოგამაც შეიტანა.

ბითაძემ მოედანზე 18:57 წუთი გაატარა და ალბათ, მეტი დროც მიეცემოდა, პერსონალური ფოლებით რომ არ დატვირთულიყო. სიმბოლურია, რომ გასულ მატჩში ინდიანელთა პირველი ქულები სწორედ ქართველმა ლეგიონერმა მიითვალა, საბოლოოდ კი, მისი მონაგარი 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 4 დაფარება იყო.

გოგამ 6-დან 3 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, პასივში კი 1 დაკარგვა და 6 ფოლი ჰქონდა, რის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა.

პეისერსის რიგებში საუკეთესო ტი ჯეი უორენი იყო 26 ქულით, მალკოლმ ბროგდონმა 22 ქულას 7 პასი წაამატა, ტი ჯეი ლიფმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა - 13 ქულა, 15 მოხსნა.

ინდიანამ სეზონის სტარტზე განცდილი 3 მარცხის შემდეგ ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი, 6 ნოემბერს, სტუმრად, შარლოტ ჰორნეთსთან ჩაატარებს.

დღის სხვა მატჩები: 

კომენტარები

ბოლო ამბები