Thumbnail
  • თორნიკე შენგელიამ მადრიდულ გრანდს 4 სამქულიანი ჩაუგდო
  • გიორგი შერმადინის გუნდმა სეზონში მე-4 გამარჯვება იზეიმა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალურ მატჩში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მადრიდის რეალთან დრამატული მარცხი (89:91) განიცადა, ქართველი ფორვარდი კი მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

ბასკონიელებმა მრისხანე მეტოქეს მე-3 მეოთხედი 36:18 მოუგეს და მოგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა, მადრიდელთა არგენტინელმა ლეგიონერმა გაბრიელ დეკმა ზედ საფინალო სირენასთან ერთად გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო.

თორნიკე შენგელიას 20 ქულა მადრიდის რეალის წინააღმდეგ

თორნიკე შენგელიას 20 ქულა მადრიდის რეალის წინააღმდეგ

Posted by Silk Sport on კვირა, 03 ნოემბერი, 2019

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი დრო – 32:32 წუთი ითამაშა. თორნიკემ 13-დან 3 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 20 ქულას 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა წაამატა.

ქართველმა კალათბურთელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ მეტ ჯენინგს (23) და ლუკა ვილდოზას (20) ჩამორჩა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა 18 ქულა ჩააგდო, არგენტინელი მცველის მონაგარი კი 15 ქულა და 5 პასი იყო.

ბასკონიას 3 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 10 ნოემბერს, სტუმრად, ობრადოიროსთან გამართავს.

4 გამარჯვებით და 3 წაგებით მე-4 პოზიციამდე აღზევდა გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე, რომელმაც გასვლით შეხვედრაში ესტუდიანტესს 74:72 სძლია.

გიორგი შერმადინმა ესტუდიანტესთან 11 ქულა მოაგროვა

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:47 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

შერმადინმა 10-დან 4 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 6-ჯერ დაირღვა.

ტენერიფელთა გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი უბერებელმა ბრაზილიელმა მარსელინიო უერტასმა შეიტანა, რომელმაც 18 ქულას 8 პასი წაამატა.

იბეროსტარ ტენერიფე მე-8 ტურის მატჩს 9 ნოემბერს, შინ, სან პაბლო ბურგოსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები