Thumbnail

ეროვნული ლიგა | ჩადუნელის და კოვტალიუკის გოლები - დილამ საბურთალო დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დილა 2:0 საბურთალო
  • გოლები: 1:0 ჩადუნელი (86), 2:0 კოვტალიუკი (90)

დინამო ბათუმის ივანწმინდაში განცდილი მარცხის შემდეგ, ეროვნული ლიგის 33-ე ტურში კიდევ ერთმა ლიდერმა წააგო. გორის დილამ საბურთალოს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შეკრებულმა გულშემატკივრებმა სანახაობრივი თამაში ვერ იხილეს, თუმცა დაძაბულობა ბოლო წუთებამდე შენარჩუნდა. პირველ ტაიმში სახიფათო მომენტები პრაქტიკულად არ შექმნილა, მეორე ნახევარი კი გორელებმა უკეთ წარმართეს, რაც ბოლო წუთებზე დაუფასდათ.

86-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს, თავური დარტყმით კი ანგარიში გია ჩადუნელმა გახსნა. საბურთალოს მეკარე, ლაზარე კუპატაძე შეეცადა გუნდის გადარჩენას, მაგრამ მისი ნახტომი უშედეგო გამოდგა. 

1:0 ჩადუნელი (86)

საბურთალო დიდი ძალებით წავიდა შეტევაში და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კონტრშეტევა გაეპარა. მიკოლა კოვტალიუკმა და ალეფ სანტოსმა შესანიშნავად გაითამაშეს კომბინაცია და საბურთალოს მეორე გოლი გაუტანეს. თავი კოვტალიუკმა გამოიჩინა. საბურთალომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და ამ მარცხის შემდეგ, ჩემპიონობის შანსი შეუმცირდა. 

2:0 კოვტალიუკი (90) 

დილა 2:0 საბურთალო

გოლები: 1:0 ჩადუნელი (86), 2:0 კოვტალიუკი (90)

დილა (5-3-2): ჩოჩიშვილი - იენდეუნტი, მირცხულავა, რაზმაძე, ჩადუნელი, გიორბელიძე - კუცია (70. გაგნიძე), ნონდი, ნონიკაშვილი (73. წიქარიძე) - ფორტესი (82. სანტოსი), კოვტალიუკი

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - მალი, სანდოხაძე, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი - ტერა, ალთუნაშვილი - ტაბატაძე (46. გი), გორგიაშვილი (63. ლაკვეხელიანი), კოხრეიძე - როლოვიჩი (76. გაბედავა)

კომენტარები

ბოლო ამბები