Thumbnail
  • გურამ ხეცურიანმა ფინალური დაპირისპირება უკრაინელ მეტოქესთან დათმო
  • ზვიად პატარიძემ ფინალში ტრავმის გამო ვერ იჭიდავა და ვერცხლს დასჯერდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატში ასპარეზობას აგრძელებს. ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის ფინალში გურამ ხეცურიანი (87კგ) გავიდა, რომელმაც ბრძოლა უკრაინელ ნოვიკოვთან 1:6 დათმო და საქართველოს მე-2 მედალი მოუტანა.

გურამ ხეცურიანმა ფინალი უკრაინელ სპორტსმენთან დათმო 1:6

გურამ ხეცურიანმა ფინალი უკრაინელ სპორტსმენთან დათმო 1:6

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 02 ნოემბერი, 2019

ზვიად პატარიძემ ირანელ სპორტსმენთან ვერ იჭიდავა. ქართველს ტრავმა ჰქონდა და ბრძოლა არ შედგა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრების სამივე ფინალისტიდან სამივემ ვერცხლის მედალი მოიპოვა: ლევან ქავჟარაძე (63კგ), გურამ ხეცურიანი (87კგ) და ზვიად პატარიძე (130კგ).

კომენტარები

ბოლო ამბები