Thumbnail
  • ლევანტე 3:1 ბარსელონა
  • მესიმ კარგად ითამაშა, მაგრამ სხვებმა მხარი ვერ აუბეს

ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურში ლიდერი ბარსელონა ვალენსიას ესტუმრა და მოულოდნელად, 1:3 დამარცხდა ლევანტესთან. ბარსელონას 22 ქულა რჩება, ლევანტეს კი 17 ქულა გაუხდა.

ბარსელონა წინ ლეო მესის პენალტით გავიდა, თუმცა მეორე ტაიმში მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარში ზედიზედ სამი გოლი გავიდა. თავი კამპანიამ, მაიორალმა და რადოიამ გამოიჩინეს. 

მესიმ ერთი გაიტანა, ერთიც გაუუქმეს

ლიონელ მესის მორიგი გოლი კი VAR-მა გააუქმა, რადგან გრიზმანი თამაშგარე მდგომარეობაში იყო.

საინტერესო ფაქტები

⚽ ლეო მესიმ ბარსელონას მაისურით ცაცია ფეხით 500 გოლი გაიტანა. ეს მისი გოლების 82.1%-ია.

⚽ ლევანტეს ბორხა მაიორალი პირველი ფეხბურთელია ამ სეზონში, ვინც რეალსაც გაუტანა და ბარსელონასაც.

⚽ ლევანტემ შარშანდელ სეზონშიც დაამარცხა ბარსელონა შინ - 5:4.

ლევანტე 3:1 ბარსელონა

გოლები: 0:1 მესი (38-პენ), 1:1 კამპანია (61), 2:1 მაიორალი (63), 3:1 რადოია (68)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, ლონგლე, სემედუ - არ. ვიდალი (65. ბუსკეტსი), ფ. დე იონგი, არტური (66. ფატი) - მესი, ლ. სუარესი (41. კ. პერესი), გრიზმანი

ესპანიოლი 1:2 ვალენსია

გოლები: 1:0 როკა (31-პენ), 1:1 პარეხო (69-პენ), 1:2 მაქსი გომესი (80) 

კომენტარები

ბოლო ამბები