Thumbnail
  • რა თქვა მაკმილანმა ბითაძის თამაშზე
  • დომანტას საბონისის შეფასება

20 წლის გოგა ბითაძემ NBA-ში მესამედ და საუკეთესოდ ითამაშა - კლივლენდთან 102:95 მოგებულ მატჩში მას მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა ამერიკულ კარიერაში პირველ ორმაგ დუბლამდე - 10 ქულა, 9 მოხსნა. ასევე ბრწყინვალე შედეგია 25 წუთში 4 დაფარება. როცა ბითაძე პარკეტზე იყო, ინდიანა +15 ქულით აჯობა მეტოქეს. ეს გუნდში საუკეთესო შედეგია. 

ბითაძის ბრწყინვალე თამაშს NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა - მატჩის მიმოხილვაში აქცენტი სწორედ ბითაძეზე იყო გაკეთებული, სათაურშიც გოგას კარგი თამაში იყო გამოტანილი.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

მეტი ამ თემაზე:

ქართველი NBA-ს დაუწერელი კანონის წინააღმდეგ

"ის 20 წლის კარგი ბიჭია, მოწადინებული, რომ ყველას ასიამოვნოს, მოწადინებული, რომ ისწავლოს. მაგრამ გოგა ბითაძემ მესამე მეოთხედის ბოლოს 'მეტისმეტი' მოინდომა, როცა წაქცეულ კლივლენდელ ჯორდან კლარკსონს დახმარების ხელი გაუწოდა. ეპიზოდში დამნაშავე თავად გოგა იყო.

 რადიონალატიკოსმა სლიკ ლეონარდმა ბითაძეს სპორტული სულის გამოვლინება შეუქო, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა გოგას შენიშვნა მისცეს. NBA-ს დაუწერელი კანონის თანახმად, კალათბურთელი ეხმარება მხოლოდ თანაგუნდელს. ეს წესი ბითაძემ უნდა დაისწავლოს...

"ვიფიქრე, წაქცეულს დავეხმარები, რადგან ცუდად დავარდა და მეგონა, ტრავმაც მიიღო. არცერთი მოთამაშის დაშავება არ გამიხარდება", - განუცხადა ბითაძემ მატჩის შემდეგ რეპორტიორს - "ვფიქრობ, ეს პატივისცემაა, მაგრამ თუ ბიჭებს არ სურთ ამიერიდან მეტოქის მოთამაშეებს დავეხმარო, აღარ ვიზამ".

კევინ ლავის წინააღმდეგ

საბონისი და ბითაძე ერთად?

თუ ეს ბითაძის მთავარი "შეცდომა" იყო თამაშში, მაშინ პეისერსში უნდა გაიხარონ. მისი 10 ქულა და 9 მოხსნა ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო სეზონში ზედიზედ მეორე გამარჯვების მოსაპოვებლად. იმის გათვალისწინებით, რომ მაილს ტერნერის დაბრუნების საკითხი ჯერაც ბურუსით მოცულია, ბითაძეს ბევრი მიეცემა. 

პეისერსის მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა უკვე განაცხადა, რომ "ოთხზე" სიტუაციას თამაშისა და მეტოქის მიხედვით გადაწყვეტს - პარასკევს კლვილენდთან ტი ჯეი ლიფმა ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ კევინ ლავმა მალე "აკიდა" ორი პერსონალური შენიშვნა. ცოტა მოუწია თამაში ჯეიკარ სემპსონსაც.

ლიტველი და ქართველი მოედანზე ხშირად ერთად იყვნენ

დომანტას საბონისმა 18 ქულა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი მოხსნებში - 17 - აჩვენა, მაგრამ ლიტველი 48-ვე წუთს ვერ ითამაშებს. მან ისედაც 37 წუთი გაატარა მოედანზე. ასე რომ, სხვა "მაღლებმაც" უნდა იყოჩაღონ და ახლა პირველი სიაში გოგა ბითაძეა.

ყველაზე კარგი ინდიანასთვის ის არის, რომ ბითაძემ და საბონისმა ერთად ისევე კარგად ითამაშეს, როგორც ტერნერი და საბონისი თამაშობდნენ. 

პირველი ტაიმის ბოლო 4:52 წამი მაკმილანმა ორივე ერთად დატოვა მოედანზე და პეისერსმა ერთქულიანი ჩამორჩენის ნაცვლად შესვენებამდე 5 ქულით წინ გაჭრა მოახერხა! იმ პერიოდში საბონისმა 4 ქულა ჩააგდო, ბითაძე კი მას ბლოკითა და მოხსნით დაეხმარა. მათ ერთად ბოლო მეოთხედშიც ითამაშეს და ინდიანას ლიდერობა 3 ქულიდან 11-მდე ავიდა. 

ბითაძემ თავი რამდენიმე გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა, 8 წუთით ადრე მისმა სამქულიანმა მარცხენა ფრთიდან ინდიანა 9 ქულით დააწინაურა. არადა, სხვა ინდიანელებს შორიდან სროლა არ წაუვიდათ, გოგა გამონაკლისი გამოდგა. 

შემდეგ იყო ეპიზოდი, როცა მან ბურთი მოპარა კევინ ლავს და წამოიწყო ინდიანას კონტრშეტევა, რომელიც საბონისის ეფექტური ჩატენვით დასრულდა. 

საბონისი და გოგა ერთად მომეწონა

ბითაძემ ტრავმის გამო მხოლოდ ერთ წინასასეზონო თამაშში მიიღო მონაწილეობა. რეგულარულის 4 მატჩიდან აქამდე მხოლოდ 2-ში ითამაშა, ჯამში 13 წუთი. პარასკევის მატჩი მისთვის შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს - მას ყველაფერში ეტყობოდა საკუთარი ძალების რწმენა. ის კვლავ უშვებს ახალბედისთვის დამახასიათებელ შეცდომებს, მაგრამ მას ეტყობა, რომ იგრძნო თამაში, ხოლო პეისერსმა ამ სეზონში პირველად თამაშით აჯობა მეტოქეს. 

მაკმილანის ფრთხილი ოპტიმიზმი

"ნელნელა, ის შეძლებს ჩვენს დახმარებას" - ამბობს მაკმილანი. მას მოეწონა საბონისისა და ბითაძის ერთად თამაში: "მათ კარგად გაართვეს თავი, ორივე "მაღალი" გვჭირდებოდა კლივლენდის კევინ ლავისა და ტრისტან ტომპსონის წინააღმდეგ. ვფიქრობ, მან კარგი სამუშაო გასწია მოედანზე, ის ეჩვევა უბურთოდ თამაშს". 

ორი განსხვავებული მრჩეველი

ტერნერი და საბონისი მუდმივად ეხმარებიან მას. ტრავმირებული ტერნერი ერთ-ერთი ტაიმაუტისას დაცვაში თამაშს უხსნიდა გოგას, საბონისიც იძლევა რჩევებს, თუმცა ნაკლებად ემოციურია. 

"ის დიდებული ბიჭია. ის სულ თვალებში გვიყურებს მაილსსა და მე. ცოტა სასაცილოა, რადგან თავს "მოხუცად" ვგრძნობ, თუმცა ვცდილობ, ყოველთვის სწორი მაგალითი ვიყო მისთვის. როცა მე ვიყავი ახალბედა, რა თქმა უნდა, ყველას ვუსმენდი, მაგრამ არ მიყვარდა, ყველა რომ ყურში რაღაცას ჩამყვიროდა. ამიტომ ამას გოგასთან მიმართებაში არ ვაკეთებ. მხოლოდ როცა ძალიან უჭირს მაშინ ვეხმარები, დიდად არ მინდა შევაწუხო", - განაცხადა საბონისმა.

"ბითაძისთვსის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა NBA-ს სიჩქარეებისთვის ფეხის აწყობაა, ევროპაში სულ სხვა სიჩქარეებია. სხვათა შორის, კოლეჯიდან მოსულ ამერიკელსაც იგივე პრობლემა აქვს, რისი მკურნალი დრო და გამოცდილებაა, - წერს NBA-ს ოფიციალური საიტი.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები