Thumbnail
  • რუსეთის ქალაქ იჟევსკში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება
  • მარიამ ჭანტურია ოქროს მედლისთვის იბრძოლებს

რუსეთის ქალაქ იჟევსკში ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი გრძელდება, რომლის მეორე დღესაც ტატამიზე ორი ქართველი ძიუდოისტი გავიდა: ვლადიმერ ახლაკაცი (81კგ) და მარიამ ჭანტურია (70კგ). 

სამწუხაროდ, ახალკაცი ბრძოლას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. 2019 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული აზერბაიჯანელ ჰასილ ჯაფაროვთან დამარცხდა.

მარიამ ჭანტურიამ ფინალში გასვლა მოახერხა. მან ყველა მეტოქეს მარტივად მოუგო. მარიამმა ებრაელ მაია გოშენს სამი შიდოთი სძლია. შემდეგ ბელორუსი ჟანა ასიპოვიჩი 2 წუთსა და 16 წამში იპონით დაამარცხა, ნახევარფინალში კი ხორვატ ანდელა ვიოლიჩს აჯობა.

Mariam TCHANTURIA (GEO) V Zhanna ASIPOVICH (BLR) | U23 European Judo Championships 2019

მარიამ ჭანტურია (საქართველო) V ჟანა ასიპოვიჩი (ბელარუსი) | 23-წლამდელთა ევროპირველობა 2019, მეოთედფინალი

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on შაბათი, 02 ნოემბერი, 2019

ჭანტურია ფინალში ჰოლანდიელ ჰილდე იაგერს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ტურნირზე მეორე ოქროს, ჯამში კი მეოთხე მედალს მოუტანს. შეგახსნებთ, რომ პირველ დღეს ევროპის ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) იზეიმა. ბრინჯაოს მოპოვება ჯაბა პაპინაშვილმა და თემურ ნოზაძემ მოახერხეს (ორივე 60 კგ). 

კომენტარები

ბოლო ამბები