Thumbnail

'ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყო' - ბითაძემ იცის, რა სჭირდება მისგან ინდიანას

გოგა ბითაძემ კლივლენდ კავალიერსთან მოგებული თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ინდიანა პეისერსის 20 წლის ქართველმა ცენტრმა NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მეხუთე მატჩში 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და თავის გუნდს გამარჯებაში დაეხმარა. ნეით მაკმილანის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეორე მოგებაა სეზონში.

მეტი ამ თემაზე: ბითაძემ შანსი გამოიყენა - გოგას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

"ნეითმა თავიდანვე მითხრა, რომ სეზონი გრძელია და ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყო თამაშისთვის. ყოველთვის, როდესაც გუნდს ჩემი დახმარება სჭირდება, მზად ვარ მოედანზე გასასვლელად. ჩემი ფიქრიც სწორედ ისაა, რომ დავეხმარო გუნდს გამარჯების მოპოვებაში", - თქვა გოგამ მატჩის შემდეგ.

ინდიანა პეისერსს ხუთ მატჩში ორი მოგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი მაკმილანის გუნდი 4 ნოემბერს, კვლავ საკუთარ მოედანზე, ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები