Thumbnail
  • ინდიანა 102:95 კლივლენდი
  • გოგას შედეგი 25 წუთში: 10 ქულა და 9 მოხსნა 
  • ინდიანა პეისერსმა ამ სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში სასტარტო წარუმატებლობის შემდეგ, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. პეისერსმა ინდიაპოლისში კლივლენდ კავალიერსი მიიღო და შური იძია - სეზონის სტარტზე სტუმრად მარცხისთვის, საკუთარ მოედანზე 7-ქულიანი უპირატესობით სძლია. რა რაც მთავარია, ამ გამარჯვებაში საკმაოდ დიდი წვლილი გოგა ბითაძესაც მიუძღვის. 

📺 კლივლენდთან თამაშამდე გოგა ასეთ შოუში წარსდგა

ინდიანა პეისერსმა კლივლენდთან შეხვედრა არცთუ დამაჯერებლად დაიწყო და პირველი მეოთხედი სულაც 7-ქულიანი სხვაობით დათმო, თუმცა მასპინძლებმა მეორეში შეძლეს ვითარების გამოსწორება და ტაიმი 42:37 მოიგეს. მესამე მეოთხედში კვლავ მასპინძელთა უპირატესობა დაფიქსირდა, დასკვნითი პერიოდი კი თანაბარი გამოვიდა და საბოლოო გამარჯვება პეისერსს დარჩა.

20 წლის ცენტრმა NBA-ში მესამე მატჩი ჩაატარა

20 წლის ქართველმა კალათბურთელმა სათამაშო დრო ინდიანას მთავარი ცენტრის, მაილს ტერნერნის ტრავმის გამო მიიღო. მწვრთნელმა ნეით მაკმილანმა გოგა 24:54 წუთი ათამაშა და ქართველმა ცენტრმაც ეს შანსი კარგად გამოიყენა - 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. გოგამ 3-იდან 1 სამქულიანი, 4-იდან 2 ორქულიანი და 4-იდან 3 საჯარიმო ჩააგდო. მის ანგარიშზე ასევე 4 დაფარება და 2 ჩაჭრა იყო.

ბითაძეს სარგებლიანობის კოეფიციენტი +15 ჰქონდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგია. 

📺 გოგა ბითაძის ჰაილათები კლივლენდთან

მატჩის საუკეთესო მექულე მალკოლმ ბროგდონი გახდა, რომელმაც ინდიანას 25 ქულით დაეხმარა. მის ანგარიშზე ასევე 8 მოხსნა და 6 პასია. მასპინძელთა რიგებში ორმაგი დუბლით გამოირჩნენ ჯერემი ლემბი (21 ქულა, 10 მოხსნა) და დომანტას საბონისი (18 ქულა, 17 მოხსნა). კლივლენდში კი საუკეთესო კევინ ლავი იყო, 22 ქულითა და 17 მოხსნით.

მატჩის შემდეგ: 'ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყო' - ბითაძემ იცის, რა სჭირდება მისგან ინდიანას

ინდიანა პეისერსს ხუთ მატჩში ორი მოგება აქვს, მომდევნო შეხვედრას კი მაკმილანის გუნდი 4 ნოემბერს, კვლავ საკუთარ მოედანზე, ჩიკაგო ბულსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები