Thumbnail

Blizzard-მა Diablo IV დააანონსა!

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Blizzard ახალ დიაბლოში თამაშის პრიქველების საუკეთესო მიქსს გვპირდება!
  • თამაშში PvP ზონები დაბრუნდება!

Blizzard-მა თავისი ცნობილი ფესტივალის, Blizzcon-ის გახსნა უზარმაზარი ახალი ამბით დაიწყო: დეველოპერებმა Diablo IV დააანონსეს და ერთდროულად ორი თრეილერი: სინემატიკი და გეიმფლეი გვაჩვენეს!

ასევე ნახეთ: 

BLIZZARD-მა WORLD OF WARCRAFT: SHADOWLANDS დააანონსა!

BLIZZARD-მა OVERWATCH 2 დააანონსა!

დეველოპერების მიხედვით, დიაბლო 4 უფრო ბნელი და გოთიკური სტილის თამაში იქნება. ძველი დიაბლოს სტილისაა და ის ყველა ძველი დიაბლოს მიქსი იქნება. თამაშში იქნება PvP ზონები, კლასიკების ლაინაფი Diablo 2-დან და კომბატის სისტემა Diablo 3-დან, რაც, ფანებისთვის მშვენიერი ამბავია.

რაც შეეხება კლასებს, პრეზენტაციაზე და თრეილერში სამი საწყისი კლასი გვაჩვენეს, ესენია: Barbarian, Sorceress და Druid. Blizzard-მა პირველივე დღეს თამაში სტუმრებს გასატესტად შესთავაზა! სავარაუდოდ, მხოლოდ ამ სამი კლასის ჩვენების მიზეზი ისაა, რომ დანარჩენი კლასები გასატესტად მზად ჯერ არ არის. 

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები