Thumbnail

ნათლობა აბაზანაში – კოუტინიოს უცნაური პროცედურა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბრაზილიელი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად სახლშივე მოინათლა
  • კოუტინიოს თქმით, ამიერიდან ის ახალ ცხოვრებას იწყებს

ბრაზილიელი ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო და მისი მეუღლე აინე მოინათლნენ და ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი უცნაური ფაქტი: პროცედურა მიუნხენის ბაიერნის ლეგიონერის სახლის აბაზანაში ჩატარდა.

სამახსოვრო ფოტო ნათლობის შემდეგ

ფეხბურთელის ნათლობა პასტორმა ტიაგო ბრუნემ და მისმა მეუღლე ჟანინმა წარმართეს, რის შემდეგაც ოთხეულმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღო, კოუტინიომ კი სტუმარს ბაიერნის და ბრაზილიის ნაკრების მაისურები გადასცა.

“დიდი მადლობა ტიაგო და ჟანინ ბრუნეებს. ეს, ნამდვილად გამორჩეული დღე იყო. ამიერიდან, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ”, - დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კოუტინიო ესპანური ბარსელონადან ბაიერნში ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იჯარის წესით გადავიდა და მიუნხენში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

კოუტინიოს გერმანული გრანდის რიგებში უკვე 12 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი მონაგარი კი 2 გოლი და 4 საგოლე პასია. 

კომენტარები

ბოლო ამბები