Thumbnail
  • ფინალურ ბლოკში სამი ვაჟი ძიუდოისტიდან მედალი ორმა მოიპოვა
  • ლუკა კაპანაძე ესპანელ დავიდ გარსია ტორნესთან დამარცხდა

რუსეთში 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ასპარეზობის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა ვაჟებში 2 მედალი მოიპოვა. 60-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოებს თემურ ნოზაძე და ჯაბა პაპინაშვილი დაეუფლნენ.

Angelo PANTANO (ITA) V Jaba PAPINASHVILI (GEO) | U23 European Judo Championships 2019

ანჯელო პანტანო (იტალია) V ჯაბა პაპინაშვილი (საქართველო) | 23-წლამდელთა ევროპირველობა, 60 კილოს ბრინჯაოს ფინალი

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019

ნოზაძემ გადამწყვეტ შეხვედრაში სომეხ გორ ჰოვსეპიანს 2 წუთსა და 9 წამში იპონით სძლია, ხოლო ჯაბა პაპინაშვილმა იტალიელი ანჯელო ფანტანო ვაზარით დაამარცხა. სამწუხაროდ, ლუკა კაპანაძემ მედალი ვერ მოიპოვა. ის ესპანელ დავიდ გარსია ტორნესთან 19 წამში იპონით დამარცხდა.

Gor HOVSEPYAN (ARM) V NOZADZE, Temur (GEO) | U23 European Judo Championships 2019

გორ ჰოვსეპიანი (სომხეთი) V თემურ ნოზაძე (საქართველო) | 23-წლამდელთა ევროპირველობა, 60 კილოს ბრინჯაოს ფინალი

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები