Thumbnail

PREVIEW | იუნაიტედი კარგი ფორმის შენარჩუნებას ბორნმუთში გამარჯვებით შეეცდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 2 ნოემბერი | ⌚ 16:30 | ⚽ ბორნმუთი V მანჩესტერ იუნაიტედი
  • მარკუს რაშფორდს, ბოლო 5 მატჩში (კლუბი და ნაკრები) - 5 გოლი აქვს გატანილი!

პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩს მანჩესტერ იუნაიტედი გასვლაზე - ბორნმუთში ითამაშებს და კარგი ფორმის შენარჩუნებას, სულშერის გუნდი ვიტალიტი სტედიუმზე შეეცდება.

სანაკრებო შესვენება იუნაიტედს კარგად წაადგა - სოფიაში ბულგარეთისთვის გატანილი გოლის შემდეგ - მარკუს რაშფორდი შესანიშნავ ფორმაშია და შაბათსაც მისგან ბევრს ელიან.

სულშერმა რაშფორდს როლი შეუცვალა, ინგლისელი ახლა მეტწილად ან მარცხნიდან, ან წინ შემტევ წყვილში თამაშობს. დიდი მოლოდინების მიუხედავად, გუნდის ლიდერს მიკრო-ტრავმა აწუხებს და შესაძლოა სულშერმა მისი ძირითადში დაყენება აღარ გარისკოს.

ოლე გუნარ სულშერი: "რაშფორდზე და მაგუაირზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, სავარაუდოდ ითამაშებენ, თუმცა ბოლო დღეს უნდა დაველოდოთ - რა კონდიციაში იქნებიან."

აღსანიშნავია, რომ იუნაიტედს და ედი ჰაუს ბორნმუთს ცხრილში თანაბარი - 13 ქულა აქვთ. სამხრეთ ინგლისელებს პრემიერლიგაში უკვე 4 მატჩია არ მოუგია, მათ შორის ბორნმუთის ბოლო ორი შეხვედრა - 0:0 უგოლო ფრედ დასრულდა.

საინტერესო ფაქტები

⚽ მართალია ბორნმუთს ბოლო 4 შეხვედრა არ მოუგია, თუმცა ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 წაგება აქვთ. 

⚽ წელს ბორნმუთმა გოლების 46.15%  პირველ 30 წუთში გაიტანა...

⚽ იუნაიტედის და ბორნმუთის ბოლო 4 შეხვედრიდან, მანჩესტერელებმა სამში მინიმუმ 2 გოლის გატანა შეძლეს.

⚽ იუნაიტედის ბოლო ვიზიტისას ვიტალიტი სტედიუმზე, გოლი კალუმ უილსონმა გაიტანა - ზოგადად კი წელს ინგლისელს 5 გოლი აქვს გატანილი...

⚽ მარკუს რაშფორდს ბოლო 5 მატჩში, 5 გოლი აქვს გატანილი - აქედან ოთხი პირველ ტაიმში!

კომენტარები

ბოლო ამბები