Thumbnail

ტუდორი გაუშვეს – უდინეზეს სიაში ჯენარო გატუზოცაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • უდინეზემ ატალანტასთან 1:7 წააგო
  • იტალიურმა კლუბმა დროებითი მწვრთნელი დანიშნა

იტალიურმა უდინეზემ ხორვატი მთავარი მწვრთნელი იგორ ტუდორი თანამდებობიდან გაანთავისუფლა და მას ასისტენტი იურიცა ვიჩკოც მიაყოლა.

უდინელთა დამრიგებლის მოვალეობას დროებით ლუკა გოტი შეასრულებს, რომელმაც პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა.

იტალიური პრესის ცნობით, ტუდორის მიერ გამოთავისუფლებულ ადგილზე მასიმო კარერა, ჯენარო გატუზო, ფრანჩესკო გვიდოლინი, სტეფანო კოლანტუონო ან პასკუალე მარინო მოიაზრებიან.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 10 ტურის თავზე უდინეზეს 10 ქულით მე-14 ადგილი უკავია, ყველაზე ცუდი ამბავი კი, 27 ოქტომბერს შეემთხვა, როდესაც ატალანტასთან გასვლითი მატჩი 1:7 წააგო.

კომენტარები

ბოლო ამბები