Thumbnail

მზადება იტალია-დანიისთვის – საქართველოს ქალთა ნაკრებს შესარჩევი მატჩები ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ეროვნული გუნდის თავკაცმა ლევან ბაჯელიძემ 21 ფეხბურთელი გამოიძახა
  • საქართველოს ქალთა ნაკრებს სამივე გასული მატჩი წაგებული აქვს

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ამ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ბაჯელიძის გუნდი 8 ნოემბერს, სტუმრად ჯერ იტალიას დაუპირისპირდება, 12 ნოემბერს კი, დანიაში ადგილობრივ ნაკრებთან ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები უახლოესი შეხვედრებისთვის თბილისში მოემზადება. მთავარმა მწვრთნელმა ამ ეტაპზე 21 ფეხბურთელი გამოიძახა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ჯგუფში გამართული სამი მატჩის შემდეგ, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ქულა არ აქვს და მეხუთე ადგილზეა.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), სვეტლანა გაბელაია (ნორჩი დინამო, თბილისი).

მცველები: ნინო სუთიძე, თამარ ქველიძე, ნინო ჩხარტიშვილი, (ლანჩხუთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ელენე რაუხი (ნორჩი დინამო, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი, თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი).

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გიუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ირინა ხაბურზანია (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ნიკე, თბილისი).

თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ლანჩხუთი), ლელა ჭიჭინაძე, ნათელა წოწერია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი).

საქართველოს ქალთა ნაკრების განრიგი:
იტალია – საქართველო

ბენევენტო, 8 ნოემბერი, 20:30 (თბილისის დროით)

დანია – საქართველო
ვიბორგი, 12 ნოემბერი, 21:00 (თბილისის დროით)

კომენტარები

ბოლო ამბები