Thumbnail
  • ოლე გუნარ სულშერი არგენტინელის ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული
  • ლაუტარო მარტინესის გადაბირებაზე ბარსელონაც ფიქრობს

ესპანური Mundo Deportivo-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი ლაუტარო მარტინესით დაინტერესდა. ინგლისურ კლუბს ბარსელონას სახით სერიოზული კონკურენტი ყავს. ესპანური გრანდი არგენტინელით გასულ თვეში დაინტერესდა.

როგორც ირკვევა, ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა 96 მილიონი ფუნტია. 22 წლის ფეხბურთელი ინტერს 2018 წელს არგენტინული რასინგიდან შეუერთდა. 

“წითელი ეშმაკების” მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სულშერს ახალი ფორვარდის დამატება უმოკლეს დროში სურს. მისი აზრით, არგენტინელს დიდი პოტენციალი აქვს, რომლის დახმარებითაც იუნაიტედი დიდ წარმატებებს მიაღწევს.

საინტერესოა, რომ მანჩესტერი ახლოს არის ხორვატი მარიო მანჯუკიჩის დამატებასთან, თუმცა კლუბში თვლიან, რომ ეს მოკლევადიანი შეთანხმება იქნება, ახალგაზრდა არგენტინელის დამატება კი გაცილებით პრიორიტეტულია.

თავის მხრივ, ბარსელონაში მარტინესს ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც უკვე 32 წლისაა. კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობის აზრით, ტრანსფერისას ლიონელ მესის ფაქტორი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება.

ლაუტარომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10 მატჩში მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო, თანაგუნდელს კი ერთხელ გაატანინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები