Thumbnail
  • რუსეთის ქალაქ იჟევსკში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო
  • ეთერ ლიპარტელიანი ოქროს მედლისთვის იბრძვის
  • კიდევ სამი ქართველი ნახევარფინალში დამარცხდა

რუსეთის ქალაქ იჟევსკში ძიუდოში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ დღესაც ტატამიზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა: თემურ ნოზაძე (60კგ), ჯაბა პაპინაშვილი (60კგ), ლუკა კაპანაძე (66კგ), გიორგი თუთაშვილი (66კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ).

სამწუხაროდ, ვაჟთა მხრიდან ფინალში ვერცერთი ძიუდოისტი გავიდა. თუთაშვილი ბრძოლას მეორე შეხვედრაში გამოეთიშა, ხოლო კიდევ სამმა სპორტსმენმა ნახევარფინალი რუს ძიუდოისტებთან დათმო. თემურ ნოზაძე რამზან აბდულაევთან დამარცხდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილს აიუბ ბლიევმა სძლია. ლუკა კაპანაძეს მურად ჩოპანოვმა მოუგო.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ნოზაძე სომეხ გორ ჰოვსეპიანს შეხვდება. პაპინაშვილი იტალიელ ანჯელო პანტანოს დაუპირისპირდება, კაპანაძე მედლისთვის ბრძოლაში ესპანელ დავიდ გარსია ტორნესთან იჭიდავებს.

ეთერ ლიპარტელიანი ფინალში გავიდა. ევროპისა და მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებზე ტრიუმფის შემდეგ, ეთერს კიდევ ერთი შანსი აქვს ოქროს მედლის მოგების. მან ბრიჯიტა ვარგას წუთსა და 27 წამში მოუგო. ხორვატი ტოპოლოვეცი 14 წამში იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში პორტუგალიელ ვილსა გომესს ბრძოლა ზუსტად ერთ წუთში დაუმთავრა და ფინალში გავიდა, სადაც რუს დანა ნაგუჩევას დაუპირისპირდება.

Eteri LIPARTELIANI (GEO) V Tihea TOPOLOVEC (CRO) | U23 European Judo Championships 2019

ეთერ ლიპარტელიანი (საქართველო) V თია ოპოლოვეცი (ხორვატია) | 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი, მეოთხედფინალი

Posted by ძიუდოს დღიურები / Judo Diaries on პარასკევი, 01 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები