Thumbnail

ინტერის მიზანი სკუდეტო არ არის - მაროტას პროგრესი წნეხის გარეშე სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ინტერი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ტურინის იუვენტუსის უმთავრესი კონკურენტია
  • კლუბის გენერალური დირექტორი მიმდინარე სეზონში გუნდის გამოსვლას აფასებს

მილანის ინტერი, რომელიც სეზონის წინ ანტონიო კონტემ ჩაიბარა, სკუდეტოსთვის ბრძოლაში ტურინის იუვენტუსის უმთავრესი კონკურენტია. ჩემპიონატში გასული 10 ტურის შემდეგ, ნერაძურის 25 ქულა აქვს და ლიდერს სულ ქულით ჩამორჩება.

მილანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ მიმდინარე სეზონში ინტერის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ კლუბს მიზნად იტალიის ჩემპიონობა არ დაუსახავს.

"არ გვსურს სხვა გუნდების შედეგების თვალიერება, ჩვენ მხოლოდ საკუთარს შევყურებთ. ჩვენი მიზანი მუმდივი პროგრესია და შედეგები აჩვენებს, რომ სწორ გზას ვადგავართ, შრომა გვიფასდება.

სკუდეტო არ არის ის მიზანი, რომელსაც ამ სეზონში ვისახავთ. ინტერის მწვერვალზე დაბრუნების ციკლი ახლა იწყება და ყველაფერი მშვიდად უნდა ვაკეთოთ, მთავარ მოქმედ პირებზე წნეხის გარეშე". 

ამ სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლაში მთავარი მეტოქეები მაურიციო სარი და ანტონიო კონტე არიან

კიდევ ერთი ტურნირი, სადაც ინტერი გამოდის, ჩემპიონთა ლიგაა. მილანელებს А ჯგუფში თითო მოგება-ფრე და წაგება აქვთ და 4 ქულით დორტმუნდის ბორუსიასთან ერთად მეორე ადგილს იკავებენ. 7 ქულით პირველ ადგილს ბარსელონა იკავებს. ანტონიო კონტეს გუნდს მომდევნო მატჩი 5 ნოემბერს, სტუმრად დორტმუნდში უწევს.

"ჩემპიონთა ლიგაში რთული ჯგუფი გვაქვს. წინ კიდევ რამდენიმე მატჩი გვაქვს. გუნდმა დორტმუნდთან ხასიათი და ძალა უნდა აჩვენოს. თუკი ამას შევძლეთ, ჯგუფური ეტაპსაც დავძლევთ", - ამბობს მაროტა.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები