Thumbnail
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 103:97 სან ანტონიო სპურსი
  • ნიუ ორლეანს პელიკანსი 122:107 დენვერ ნაგეთსი
  • ატლანტა ჰოუკსი 97:106 მაიამი ჰიტი
  • გრეგ პოპოვიჩის გუნდმა პირველი მარცხი განიცადა
  • კავაი ლეონარდმა 38 ქულა ჩააგდო და 12 მოხსნა გააკეთა

ლოს ანჯელეს კლიპერსი ამ სეზონში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა გუნდი, რომელიც კავაი ლეონარდით გაძლიერდა, სეზონის სტარტზე არასტაბილურად თამაშობს. ლეიკერსთან და გოლდენ სტეიტთან გამარჯვებას ფინიქსთან მოულოდნელი მარცხი მოჰყვა, მერე იყო დაგეგმილი მოგება შარლოტთან და ისევ წაგება იუტა ჯაზთან. ახლა კი, მეექვსე მატჩში კლიპერსმა სან ანტონიოს დამარცხება შეძლო.

103:97-ით მოგებულ მატჩში, ჩემპიონი ტორონტოდან გადმოსულმა სუპერვარსკვლავმა 38 ქულის დაგროვება მოახერხა, პლუს 12 მოხსნაც გააკეთა (ორმაგი დუბლი) და პარკეტზე ყველაზე დომინანტი მოთამაშე იყო. შეგახსენებთ, რომ იუტასთან წაგებულ მატჩში (96:110) ლეონარდი დაასვენეს. 28 წლის კავაი სან ანტონიოსთან კარგად დასვენებული ჩანდა - სწორედ მან ჩააგდო მნიშვნელოვანი ბურთი საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე, რითაც ანგარიში 97:89 გახდა.

კლიპერსს საკუთარ სტეიპლს ცენტრში სამივე თამაში მოგებული აქვს, სან ანტონიოსთვის კი ეს ამ სეზონში პირველი მარცხია. მანამდე, პოპოვიჩის გუნდს სამი საშინაო მატჩი ჰქონდა და სამივე მოიგო. სპურსიდან საუკეთესო დემარ დეროზანი გახლდათ - 29 ქულით და 7 მოხსნით.

📺 ვიდეო: ლოს ანჯელეს კლიპერსი 103:97 სან ანტონიო სპურსი

წუხელვე, ნიუ ორლეანსმა სეზონში პირველი თამაშის მოგება მოახერხა. პელიკანსმა, რომელიც კვლავ სუპერტალანტ ზაიონ უილიამსონის გარეშე თამაშობს, დენვერი 122:107 დაამარცხა.

ჯალილ ოკაფორმა (26 ქულა), ბრენდონ ინგრამმა (25) და ფრენკ ჯეკსონმა (21) 20-ზე მეტი ქულა ჩააგდეს. მეორე მეოთხედში ლონზო ბოლმა ტრავმა მიიღო, თუმცა ექს-ლეიკერსელმა თამაშის გაგრძელება შეძლო და თანაგუნდელებს 9 ქულით და 8 ასისტით დაეხმარა.

ჰელოუინის საღამოს მესამე მატჩში მაიამი ჰიტმა ატლანტას დამარცხება შეძლო - 106:97 და მეხუთე მატჩში მეოთხე გამარჯვება იზეიმა.

📺 ვიდეო:  ნიუ ორლეანს პელიკანსი 122:107 დენვერ ნაგეთსი

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები