Thumbnail

ხელფასზე უარი ნეიმარისთვის - ბარსელონაში ყველაფრისთვის მზად იყვნენ

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ბარსელონას ნეიმარის ტრანსფერისთვის ფინანსები უჭირდა
  • პიკე და სხვა მოთამაშეები ხელფასის გადავადებაზე თანახმა იყვნენ
  • ბარტომეუს ეს იდეა მოეწონა, თუმცა ტრანსფერი მაინც ჩაიშალა

ჟერარდ პიკემ 'მარკასთან' ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო დეტალი გაიხსენა, რაც წინა ზაფხულს, ნეიმარის ბარსელონაში შესაძლო ტრანსფერს უკავშირდება. ბარსელონას ფინანსების პრობლემა ჰქონდა - ზაფხულის დასაწყისშივე, კატალონელებმა ორი მრავალმილიონიანი ტრანსფერი განახორციელეს და ანტუან გრიზმანი და ფრენკი დე იონგი შეიძინეს. ბარსელონას ბიუჯეტში საკმარისი თანხები აღარ ჰქონდა და ამ სიტუაციაში, პიკე და სხვა მოთამაშეები მზად იყვნენ, რომ თავისი ხელფასის გადავადებაზე დათანხმებულიყვნენ. ამ იდეით ისინი ხოსეპ მარია ბარტომეუსთან, ბარსელონას პრეზიდენტთანაც, მივიდნენ.

"ჩვენ ნეიმარს ვაფრთხილებდით, რომ პარიზში ის ოქროს გალიაში მიდიოდა. როგორც კი გავიგეთ, რომ მას დაბრუნება სურდა, ბარტომეუსთან მივედით და ვუთხარით, რომ შეგვეძლო ჩვენი ხელფასები დროებით გადაგვევადებინა და ასე ფინანსური ფეარ-ფლეის წესებში ჩავჯდებოდით. პირველი წლის ნაცვლად, ჩვენ ჩვენი ფული მეორე და მესამე წელს შეგვეძლო მიგვეღო.' - აცხადებს პიკე.

მან ისიც აღნიშნა, რომ ბარტომეუს თავდაპირველად ეს იდეა მოეწონა, თუმცა შემდეგ ტრანსფერი სხვა მიზეზების გამო ჩაიშალა. ეს მიზეზები პიკეს აღარ დაუკონკრეტებია.

კომენტარები

ბოლო ამბები