Thumbnail

რომა მზადაა კრის სმოლინგი გამოისყიდოს - მოლაპარაკება დაწყებულია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 29 წლის ინგლისელი იტალიურ გუნდში გასულ ზაფხულს გადავიდა
  • ახალ გუნდში კრის სმოლინგის აქტივში 6 მატჩი და 1 გოლია 

იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომა მზადაა კრის სმოლინგი გამოისყიდოს და მის სანაცვლოდ, მანჩესტერ იუნაიტედს 10 მილიონი ევრო გადაუხადოს. 29 წლის ინგლისელი მცველი იტალიურ კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა, სერია A-ს ბოლო ტურებში კი თავი კარგად წარმოაჩინა. სმოლინგის ანგარიშზე 6 თამაში და 1 გოლია.

რომას ხელმძღვანელებმა შეთავაზება უკვე გაუგზავნეს ინგლისურ გრანდს, მოლაპარაკება დაწყებულია და იტალიელები პასუხის მოლოდინში არიან. იტალიური მედიის ვარაუდით, მანჩესტერ იუნაიტედი მცველის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მოითხოვს. რომაელებს სურთ, რომ საკითხი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას მოგვარდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები