Thumbnail

ხელბურთი | ჩემპიონმა თამაში ბოლო წუთზე გადაარჩინა

  • აჭარა 13:13 ფოთი 
  • წყალტუბო 16:26 სამტრედია

საქართველოს ხელბურთის ქალთა ეროვნულ ჩემპიონატში საინტერესო მატჩები გაიმართა. ქვეყნის ჩემპიონმა ფოთის ოქროს ვერძმა აჭარასთან ქულა დაკარგა. შეხვედრა ფრედ, 13-13 დასრულდა. სამტრედიამ 26-16 მოუგო წყალტუბოს.

ფოთის და აჭარის მატჩის პირველი ტაიმი 7-7 მორჩა, დარულებამდე ზუსტად ორი წუთით ადრე კი აჭარული გუნდი 13-11 იგებდა. აქ ფოთელთა ლიდერმა, ლანა გოგიამ ჯერ შორეული დარტყმით შეამცირა სხვაობა, ბოლო წუთზე კი შვიდმეტრიანი გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა. ფოთს ორ თამაშში 3 ქულა აქვს, აჭარას კი 1.

ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სამტრედიამ და თუ მომდევნო შეხვედრაში 2 ქულა აიიღო, მაშინ დაეწევა ლიდერს, თბილისის ქარიშხალას. სამტრედიელთა მეტოქე ოქროს ვერძი იქნება. სენაკის სპორტის სასახლეში ითამაშებენ სამტრედია და წყალტუბოს პრომეთე. ეს მატჩები 1 ნოემბერს შედგება. 

აჭარა 13:13 ფოთი 

აჭარა: ქარჩავა (გორგოშაძე) - დვალიშვილი 4, კოჩალიძე 3, კომახიძე 3, ქამაშიძე 2, გაგნიძე 1, ცივნარიძე, აიოზბა

ფოთი: ჯავახია (გრიგოლია, ფიფია, კარბაია) - გოგია 8, კობახია 3, ბჟალავა 1, ნ. რურუა 1, სურგულაძე, კუპრიევა, ბაირამიდი, გოგუა, დარჩია, შონია

წყალტუბო 16:26 სამტრედია

წყალტუბო: ჩავჩიძე (კინწურაშვილი) - კეკუტია 8, ხეცურიანი 5, კიკნაძე 3, ბენდელიანი, კოხრეიძე, სილაგაძე

სამტრედია: კოპალეიშვილი, ბელთაძე - ესაკია 8, ბურკაძე 7, ჩხაიძე 6, ჩოგოვაძე 3, ცირეკიძე 2, ტყეშელაშვილი, ხუჭუა, ჩალიშკანი, კაპატაძე

კომენტარები

ბოლო ამბები