Thumbnail

40 მილიონი ჰაალანდში – იუვენტუსი ნორვეგიელ ბომბარდირს უტრიალებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ერლინგ ჰაალანდი ტურინული გრანდის ინტერესების სფეროში მოექცა
  • ნორვეგიელმა ფორვარდმა სახელი ავსტრიულ ზალცბურგში გაითქვა

ტურინის იუვენტუსი ავსტრიული ზალცბურგის ფორვარდ ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერზე მუშაობს.
La Gazzetta dello Sport-ს ცნობით, იტალიური გრანდი მზადაა 19 წლის ნორვეგიელის სანაცვლოდ 35-40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მოსალოდნელია, რომ ტრანსფერს ცნობილი აგენტი მინო რაიოლა წარმართავს და ეცდება, სკანდინავიელის მადრიდის რეალში ან მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლა არ დაუშვას.

შეგახსენებთ, რომ ჰაალანდი კარიერის სტარტზე ბრინში თამაშობდა, შემდეგ მიოლდეში ირიცხებოდა, სახელი კი ზალცბურგში გაითქვა, სადაც მიმდინარე სეზონის 12 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი.

კომენტარები

ბოლო ამბები