Thumbnail
  • ინგლისის ლიგის თასზე მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა
  • მანჩესტერ იუნაიტედსა და მანჩესტერ სიტის მარტივი მეტოქეები შეხვდათ

ინგლისის ლიგის თასზე დაძაბული შეხვედრები ვიხილეთ. მერვედფინალში ლივერპულმა და არსენალმა ერთმანეთს 10 გოლი გაუტანეს, რის შემდეგაც მეოთხედფინალისტის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიაში გაარკვიეს, სადაც კლოპის გუნდმა უკეთ ითამაშა და მომდევნო ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

მანჩესტერ იუნაიტედმა ლონდონის ჩელსის სტუმრად მარკუს რაშფორდის დუბლით მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. ასტონ ვილამ კი ვულვერჰემპტონს 2:1 სძლია.

ინგლისში ლიგის თასის წილისყრა გაიმართა, სადაც მანჩესტერულ გუნდებს გაუმართლათ, რადგანაც მათ შედარებით მარტივი მეტოქეები შეხვდათ. მანჩესტერ სიტი პირველლიგელ ოქსოფორდ იუნაიტედს შეხვდება, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედი მეორელიგელ კოლჩესტერთან გაარკვევს ნახევარფინალისტის საგზურის მფლობელს.

დარჩენილ ორ წყვილში ლესტერი ევერტონს ესტუმრება, ხოლო ლივერპული ასტონ ვილას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები