Thumbnail
  • პრემიერა 11 ნოემბერს მანჩესტერში შედგება
  • SkySports ფილმის თრეილერს ავრცელებს

სერ მეტ ბასბი მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მწრთნელია. შოტლანდიელი “წითელ ეშმაკებს” 25 წლის განმავლობაში წვრთნიდა და ინგლისური კლუბის გრანდად ჩამოყალიბებაც მის სახელს უკავშირდება.

სერ მეტ ბასბი 1964-65 წლების ინგლისის ჩემპიონატის თასით ხელში

ლეგენდარულ სპეციალისტზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს, რომლის თრეილერსაც SkySports ავრცელებს. ფილმი ბასბის მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.

ასევე განხილულია მიუნხენის ტრაგედიის დეტალები. ლეგენდარულ მწვრთნელზე დოკუმენტურ ფილმში მისი ყოფილი მოთამაშეები და კოლეგები საუბრობენ. 

შოტლანდიელი 1994 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა. ფილმის პრემიერა, რომლის რეჟისორიც ჯო პერლმანია, 11 ნოემბერს მანჩესტერში შედგება.  

კომენტარები

ბოლო ამბები