Thumbnail
  • ფილადელფია 117:95 მინესოტა
  • ემბიიდმა და თაუნსმა იჩხუბეს

NBA ერთი საღამოთი 90-იანებში დაბრუნდა - იმ ეპოქაში, როდესაც პარკეტზე ჩხუბი ჩვეულებრივი ამბავი იყო. ჟანრის კლასიკის მიხედვით, ცენტრებმა იჩხუბეს. ფილადელფია მინესოტას მასპინძლობდა და დიდი ანგარიშით უგებდა. ერთ მომენტში გუნდების მთავარი ვარსკვლავები, ჯოელ ემბიიდი და კარლ ენტონი თაუნსი შელაპარკდნენ - მათი უკმაყოფილების მიზეზი უცნობია. შელაპარაკება ჩხუბში მალევე გადაიზარდა - მოჩხუბრები გააშველეს და ორივე მათგანმა გაძევება დაიმსახურა.

საინტერესო იყო თავად ჯოელ ემბიიდის რეაქცია - როგორც კადრებიდან ჩანს, ემბიიდი თაუნსს მოერია და, როგორც ჩანს, თვითონაც ასე გრძნობდა. ჩხუბის მერე, გაძევების მიუხედავად, ემბიიდი თაუნსთან ჩხუბში გამარჯვებას პატარა ბავშვივით 'ზეიმობდა' და მას ფილადელფიას პუბლიკაც მხარს უჭერდა.

ჯოელ ემბიიდი ჩხუბის შემდეგ

პუბლიკის რეაქცია გასაგებია - ფილადელფია, ძირითადად, გაჭირვებული და მუშა ხალხის ქალაქია და აქ, ბრძოლისუნარიანობას ყველაზე დიდ პატივს სცემენ.

შეხვედრაში ფილადელფიამ იოლად გაიმარჯვა (117:95) - ემბიიდი კი გაძევების მიუხედავად, 19 ქულით თავის გუნდში საუკეთესო იყო. მინესოტადან ამდენივე ქულა ენდრიუ ვიგინსმა დააგროვა. 18 ქულა ჰქონდა ფილალდეფიას ტობიას ჰარისს, 16 კი - ბენ სიმონსს.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა და ცენტრების ჩხუბი

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები