Thumbnail

სტეფ კარის მძიმე ტრავმა და გოლდენ სტეიტის მარცხი - უორიორსი პლეი ოფს მიღმა?

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • გოლდენ სტეიტი - ფინიქსი 110:121
  • სტეფ კარიმ მძიმე ტრავმა მიიღო
  • უორიორსს პლეი ოფში გასვლა გაუჭირდება

გოლდენ სტეიტის ბანაკში ცუდი ამბები გრძელდება. გუშინდელ შეხვედრაში უორიორსი აუტსაიდერ ფინიქს სანსს მასპინძლობდა. ამ სეზონში უკვე ტრადიციად იქცა, რომ გოლდენ სტეიტი დაცვაში საშინლად თამაშობს - გუშინაც ასე მოხდა, პირველ მეოთხედში სტივ კერის გუნდმა 43 ქულა მიიღო და მეოთხედი კატასტროფული ანგარიშით, 14:43 წააგო. 

კალიფორნიელთათვის ყველაზე ცუდი ამბავი კი მესამე მეოთხედის დასაწყისში მოხდა - სტეფ კარი სამწამიანში შესვლის დროს ფინიქსის ავსტრალიელ ცენტრს, აარონ ბეინსს დაეჯახა, ძალიან ცუდად დავარდა და ხელი მოიტეხა.

გოლდენ სტეიტს კლეი ტომპსონი უკვე აკლია და ისედაც ძალიან უჭირს. იმ ფონზე, რომ სტეფ კარის, სავარაუდოდ, დიდი ხნის, ალბათ თვეების, გამოტოვება მოუწევს, უორიორსს ძალიან ძლიერ დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფში გასვლის პრაქტიკული შანსი აღარ უნდა ჰქონდეს.

კარიმ თამაში 21 წუთით და 9 ქულით დაასრულა, გოლდენ სტეიტმა კი უშანსოდ წააგო (110:121).

📺 ვიდეო: გოლდენ სტეიტი 110:121 ფინიქსი (მომოხილვა)

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • სტეფ კარი
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ნიკოლა იოკიჩი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები