Thumbnail
  • დავით ხოჭოლავას შახტარი დინამოსთან დამატებით დროში დამარცხდა
  • გიორგი აბურჯანიამ ტვენტეს რიგებში სასტარტოში ითამაშა
  • ყაზახეთში ქართველები ჩემპიონები ვეღარ გახდებიან

30 ოქტომბერს ქართველ ლეგიონერთა გუნდებმა ითამაშეს. ძირითადად, ეს სათასო ბატალიები იყო: 

როგორც წინასწარ ითქვა, ტვენტეში გიორგი აბურჯანიას შანსი მიეცა და მან ჰოლანდიის თასის 1/32 ფინალში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა დე ტრეფერსთან 2:0 მოგებულ მატჩში. გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი 1/16 ფინალშია.

ბელგიის ჟუპილერლიგაში ლუკა ზარანდიას ვარეგემი შინ 0:2 დამარცხდა ბრიუგესთან. ზარანდია თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო - ქართველის გუნდი 18 ქულით მე-9 ადგილზეა.

საბა ლობჟანიძის რანდერსმა დანიის თასზე სტუმრად ვიბის 2:0 მოუგო და ბრძოლას აგრძლებს. ლობჟანიძე, რომელსაც შემოთავაზებები ბრონდბიუსგან და სხვა კლუბებისგან აქვს, ტრავმირებულია. 

საბერძნეთის თასის მერვედფინალში გავიდა ბაჩანა არაბულის პანიონიოსი, რომელმაც სტუმრად 3:0 მოუგო ვოლოსს.

უნგრეთის თასის 1/16 ფინალში გავიდა ბუდუ ზივზივაძის მეზოკოვეშდი, რომელმაც სტუმრად 2:1 მოუგო კარნიფექსს. 

კანკავა კაისარის წინააღმდეგ

ყაზახეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში ქართველთა ტობოლი სტუმრად კაისარს დაუზავდა - 1:1. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ნიკა კვეკვესკირი მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა. ტობოლი დიდხანს ლიდერობდა, ახლა კი ჩემპიონობის შანსი დაკარგული აქვს.

ლატვიის ვირშლიგაში მათე ცინცაძის იელგავამ სტუმრად მეტას მოუგო - 3:0. ცინცაძე მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა. 

პოლონეთის თასის მერვედფინალშია ვაკო გვილიას ლეგია, რომელმაც სტუმრად 3:2 მოუგო ვიძევს. გვილია სათადარიგო იყო და ის მოედანზე 59-ე წუთზე გავიდა.

რუსეთის თასის მერვედფინალიდან გამოვარდა გია გრიგალავას არსენალი, რომელიც პენალტების სერიაში (მანამდე 2:2) დამარცხდა ურალთან - 2:3. გრიგალავამ სრულად ითამაშა. გავარდა ჯიმი ტაბიძის უფაც, რომელმაც სტუმრად 0:1 წააგო ცსკა-სთან. ტაბიძემაც შეუცვლელად ითამაშა.

შვეიცარიის თასის ნახევარფინალშია ოთარ კაკაბაძის ლუცერნი, რომელმაც სტუმრად გრასჰოპერსი დაამარცხა - 1:0. კაკაბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა. ლევან ხარაბაძის ციურიხი კი გამოეთიშა გათამაშებას, რადგან სტუმრად იანგ ბოისთან განადგურდა - 0:4. ხარაბაძეს არ უთამაშია.

ხოჭოლავა კიეველებთან საჰაერო ბრძოლაში

უკრაინის თასის მერვედფინალიდან გავარდა შახტარი, რომელმაც მთავარ კონკურენტ დინამოსთან წააგო - 1:2 დამატებით დროში. დავით ხოჭოლავა შესვენების შემდეგ შევიდა. 

უზბეკეთში 0:1 წააგო ჯაბა ლიპარტიას ბუხორომ, რომელმაც კოკანდს უმასპინძლა. ლიპარტია სასტარტო შემადგენლობაში იყო. 

კომენტარები

ბოლო ამბები