Thumbnail
  • გამარჯვებულის ვინაობას 3 ნოემბერს, ტოკიოში გამოაცხადებენ
  • მსოფლიო რაგბი რჩეულებს 2007 წლიდან ასახელებს 

მსოფლიო რაგბიმ 2019 წლის საუკეთესო ლელოს წოდებაზე წარდგენილი ნომინანტები დაასახელა. საინტერესოა, რომ გამორჩეულ ოთხეულში სამი ლელო მიმდინარე მსოფლიო თასიდანაა, ერთიც კი ტურნირისთვის მოსამზადებელი მატჩიდან.

ნომინანტთა შორის მოხვდნენ ფრანგი შარლ ოლივონის ლელო უელსთან, ზელანდიელი ტი ჯეი პერენარას ლელო ნამიბიასთან, კობუს რეინახის ლელო კანადასთან და იტალიის ნაკრების კაპიტნის სერჯიო პარისეს ლელო რუსეთთან ტესტ-მატჩიდან.

მსოფლიო რაგბი წლის საუკეთესო ლელო 2007 წლიდან ასახელებს და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, ვინმეს ჯილდო 2-ჯერ მოეგოს. ამჯერად, გამარჯვებულის ვინაობას 3 ნოემბერს, ტოკიოში დაგეგმილ საზეიმო ცერემონიალზე შევიტყობთ.

2007 – ტაკუძა ნგვენია (აშშ), სამხრეთ აფრიკასთან
2008 – ბრაიან ო’დრისკოლი (ირლანდია), ავსტრალიასთან
2009 – ჟაკ ფურიე (სამხრეთ აფრიკა), ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებთან
2010 – ქრის ეშტონი (ინგლისი), ავსტრალიასთან
2011 – რედიკ სამო (ავსტრალია), ახალ ზელანდიასთან
2012 – ბრაიან ჰაბანა (სამხრეთ აფრიკა) – ახალ ზელანდიასთან
2013 – ბიოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია), საფრანგეთთან
2014 – ფრანსუა ჰუგაარდი (სამხრეთ აფრიკა), ახალ ზელანდისთან
2015 – ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია), საფრანგეთთან
2016 – ჯეიმი ჰისლიპი (ირლანდია), იტალიასთან
2017 – ხოაკინ ტუკულეტი (არგენტინა), ინგლისთან
2018 – ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია), ავსტრალიასთან

კომენტარები

ბოლო ამბები