Thumbnail
  • ქართველი ჩოგბურთელები ჩინეთში მორიგ შეჯიბრში ჩაერთვნენ
  • მარიამ ბოლქვაძემ მერვედფინალის საგზური მოიპოვა

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ წარმატებული სტარტი აიღო ჩინეთის ქალაქ ლიუჟუში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია.

მე-4 ნომრად განთესილი ბოლქვაძე პირველ წრეში მასპინძელ იუე იუანს გაეჯიბრა და 6:2, 6:2 სძლია. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ჩინელი ზიუე სუნის და ინდოელი ანკიტა რაინას შორის უმჯობესი იქნება.

სოფიო შაფათავა

სამწუხაროდ, შეჯიბრს გამოეთიშა სოფიო შაფათავა, რომელმაც კვალიფიკაციაში მე-15 განთესვის მქონე გერმანელ სარა-რებეკა სეკულიჩს 6:3, 6:2 მოუგო, შემდეგ კი, კვიპროსელ რალუკა გეორგიანა სერბანთან (მე-6) 3:6, 2:6 დამარცხდა.

წყვილთა ტურნირში შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი სამხრეთ კორეელ ჯი-ჰი ჩოის და იაპონელ აკიკო ომაეს გაეჯიბრნენ და 1:6, 6:3, 5:10 წააგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები