Thumbnail
  • ვილერბანი 66:63 ბასკონია
  • შენგელია 17 ქულა, ჯენინგი - 3

თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-5 ტურში ლიონში ვილერბანს ესტუმრა და 63:66 დამარცხდა. ეს ბასკონიას მესამე მარცხია ტურნირზე.

გუნდის ქართველი კაპიტანი სასტარტო ხუთეულში იყო, ხოლო ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი - სათადარიგო. შენგელიამ 30:18 წუთში 17 ქულა (საუკეთესო მაჩვენებელი მატჩში) ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25 იყო, რაც თამაშში საუკეთესოა ვილერბანელ ტონი ჯეკირისთან ერთად. თოკომ 17 ქულას 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ბლოკი დაუმატა. ჯენინგს სროლები არ წაუვიდა - მან 3 ქულა და 1 პასი იმყოფინა.

ვილდოსას პასი და შენგელიას ჩატენვა 

მომდევნო ტურში ბასკონია მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს, ეს შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება.  

კომენტარები

ბოლო ამბები