Thumbnail
  • სხულუხიამ და გაფრინდაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს
  • ხვალ, ბრინჯაოს აღების შანსი სამ ქართველ მოჭიდავეს აქვს

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა მირზა სხულუხიამ (70 კგ.) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ.) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს.

📺 მირზა სხულუხია - ჩერმან ვალიევი

მირზა სხულუხიამ რუსეთის წარმომადგენელი ჩერმან ვალიევი შეხვედრის მიწურულს წმინდად დაამარცხა

🇬🇪🇷🇺 U23 მსოფლიოს ჩემპიონატის ქართულ-რუსული ფინალი - ქუთაისელმა მირზა სხულუხიამ რუსეთის წარმომადგენელი ჩერმან ვალიევი შეხვედრის მიწურულს წმინდად დაამარცხა Mirza Skhulukhia 🏆😍🥇🇬🇪🆒

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ სხულუხიამ მერვედფინალში კანადელი ქონორ მაკნისი 7:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში იაპონელ ჰარუკი სენოს 6:2 სძლია, ნახევარფინალში კი უკრაინელ ოლეკსი ბორუტას 9:5 მოუგო. ქართველმა მოჭიდავემ ფინალში რუსი ჩერმან ვალიევთან დიდი ბრძოლა გადაიტანა, 0:4 ჩამორჩებოდა, თუმცა, 7:5 დაწინაურდა და ბოლო წამებზე მეტოქის შებოჭვაც მოახერხა.

ტარიელ გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილმა პირველ ორთაბრძოლაში ეგვიპტელ მოსტაფა მაჰმუდ საიედს 4:0 მოუგო, მეოთხედფინალში ამერიკელ მუჰამედ მაკბრაიდს აჯობა (4:2), ნახევარფინალში კი, თურქი რამაზან იშაკ სარი დაჩაგრა – 10:6. ფინალში ტარიელი აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვს 0:4 ჩამორჩა, თუმცა, იქვე საპასუხო ორქულიანი მიითვალა და მეტოქე შებოჭვაზე დაიჭირა.

📺 ტარიელ გაფრინდაშვილი - აბუბაკრ აბაკაროვი

ტარიელ გაფრინდაშვილის ეფექტური გამარჯვება მსოფლიოს U23 ჩემპიონატის ფინალში

ტარიელ გაფრინდაშვილის ეფექტური გამარჯვება მსოფლიოს U23 ჩემპიონატის ფინალში აზერბაიჯანელ აბაკაროვთან 79 კგ

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2019

ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე ცოტა დააკლდა გივი მაჭარაშვილს (97 კგ.), რომელმაც რეპეშაჟში ლიტველ ლუკას კრასაუსკასს 12:2 სძლია, გადამწყვეტი შერკინება კი ბელარუს დენის ხრამიანკუსთან ჩაატარა და მართალია, 4:0-ს იგებდა, 5:8 დამარცხდა.

გივი მაჭარაშვილი

ბრინჯაოს მედლამდე მისვლა ვერ მოახერხა ედემი ბოლქვაძემაც (65 კგ.), რომელმაც რეპეშაჟში ესპანელ კარლოს ალვარეს იგლესიასს 11:0 სძლია, შემდეგ კი, უკრაინელ იჰორ ნიკიფორუკთან 2:8 წააგო.

ხვალ, ბრინჯაოს მედლისთვის კიდევ 3 ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს. გიორგი სულავა (74 კგ.) ნახევარფინალამდე ძალიან დამაჯერებლად მივიდა. ქართველმა კვალიფიკაციაში, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში, შესაბამისად, კანადელი გუსეინ რუსლანზადა, პოლონელი კამილ რაბიცკი და აზერბაიჯანელი მურად სულეიმანოვი ერთნაირი ანგარიშით – 10:0 დაამარცხა, ნახევარფინალში კი რუს რაზამბეკ ჟამალოვს 5:0-ს უგებდა, თუმცა, 7:15 წააგო. ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟის ერთ-ერთ გამარჯვებულს შეერკინება, რომელიც ამ სამიდან იქნება: გერბი ბერგი (აშშ), ბალიან გურავი (ინდოეთი), ფაზლი ერიილმაზი (თურქეთი).

📺 გიორგი სულავა - რაზამბეკ ჟამალოვი

გიორგი სულავა (74 კგ) რუსეთის წარმომადგენელ ძამალოვს მთელი შეხვედრის განმავლობაში ამარცხებდა

გიორგი სულავა (74 კგ) რუსეთის წარმომადგენელ ძამალოვს მთელი შეხვედრის განმავლობაში ამარცხებდა თუმცა შეხვედრის მიწურულს უშეღავათო ბრძოლაში დათმო შეხვედრა და ხვალ ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს. ბრინჯაოსთვის იჭიდავებს მძიმეწონოსანი ზურიკო ურთაშვილიც

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 29 ოქტომბერი, 2019

ზურიკო ურთაშვილი (125 კგ.) მსოფლიოს პირველობაში მერვედფინალიდან ჩაება, სადაც სლოვაკეთის სახელით მოასპარეზე გეორგი ნოგაევს 4:1 სძლია, მეოთხედფინალში კი სომეხ ჰოვანეს მაგაკიანს შანსი არ დაუტოვა - 10:0. ნახევარფინალში ზურიკოს პირისპირ ირანელი ამირ ჰოსეინ აბას ზარე დადგა, რომელმაც ჩვენებური 11:0 დაამარცა. მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლაში ურთაშვილის მეტოქე მოლდოველ სამჰან ჯაბრაილოვს და ყაზახ იუსუპ ბატირმყრზაევს შორის უმჯობესი იქნება.

ზურიკო ურთაშვილი

დემურ მეგენეიშვილი (92 კგ.) კვალიფიკაციაშივე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტ ბატირბეკ ცაკულოვს (რუსეთი) გადაეყარა და 1:6 დამარცხდა. საბოლოოდ, რუსმა ფალავანმა ფინალამდე მისვლა მოახერხა და ჩვენებური სანუგეშო რაუნდში გაიყოლა. ხვალ, მეგენეიშვილი მონღოლ ცოგტგერეი მუნხბაატარს გაეჯიბრება, თუკი იმარჯვა, უკრაინელი ვასილ სოვა ელის, წარმატების შემთხვევაში კი, ბრინჯაოსთვის კუბელ იონგერ ბასტიდა პომარესს დაუპირისპირდება. 

ნაადრევად დაასრულეს ასპარეზობა  თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ.) და ზაურ ბერაძემ (86 კგ.). ვანიშვილმა მერვედფინალში ჩინელ მინგჰუ ლიუს 2:2-ზე ბოლოსკენ გაკეთებული ორქულიანი გდების წყალობით აჯობა, მეოთხედფინალში კი იაპონელ იაპონელ რიუტარო ჰაიამასთან 3:6 დამარცხდა. ვინაიდან იაპონელმა ფინალში გასვლა ვერ მოახერხა, ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟში ვერ გადავიდა.

ბერაძემ კვალიფიკაციაში კანადელ ალექსანდერ მურთან 0:6 წააგო. მალევე, ტურნირს ჩრდილო ამერიკელი მოჭიდავეც გამოეთიშა და ზაურს რეპეშაჟში გადასვლის შანსი აღარ ჰქონია.

კომენტარები

ბოლო ამბები