Thumbnail
  • ნიუ ორლეანს პელიკანსი 123:134 გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • ლოს ანჯელეს კლიპერსი 111:96 შარლოტ ჰორნეტსი

სეზონის ორი მატჩის წაგებით დაწყების შემდეგ, გოლდენ სტეიტმა NBA-ს რეგულარულში პირველი თამაში მოიგო. 2017 და 2018 წლების ჩემპიონმა ნიუ ორლეანს პელიკანსი სტუმრად 134:123 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნიუ ორლეანსს ერთდროულად სამი სტარტერი არ ჰყავდა - მათ შორის ამომავალი ვარსკვლავი ზაიონ უილიამსონი. მიუხედავად იმისა, რომ პელიკანსმა ბოლო მეოთხედში 44 ქულა ჩააგდო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უორიორსის წინააღმდეგ მთელი მატჩის განმავლობაში უშანსოდ იყო.

გოლდენ სტეიტიდან შესანიშნავად ითამაშეს სტეფ კარიმ (26 ქულა, 11 პასი) და დრეიმონდ გრინმა, რომელმაც 16 ქულით, 17 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი შეასრულა. ჯამში, სტივ კერის გუნდიდან ექვსმა მოთამაშემ შეძლო 10 და მეტი ქულის დაგროვება.

📺 ვიდეო: ნიუ ორლეანსი 123:134 გოლდენ სტეიტი (მიმოხილვა)

კავაი ლეონარდის 30 ქულა

ფინიქს სანსთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, მეოთხე თამაშში მესამე გამარჯვება იზეიმა ლოს ანჯელეს კლიპერსმა, რომელიც ამ სეზონში NBA-ს მოგების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია. შარლოტ ჰორნეტსთან 111:96 მოგებულ მატჩში საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ - მის ანგარიშზე 30 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასია. კარგად ითამაშეს სათადარიგოებმა, მონტრეზ ჰარელმა (19 ქულა) და ლუ უილიამსმა (23).

კლიპერსმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდის ბოლოს და მეოთხის დასაწყისში, 16:5 გაქცევით მოიპოვა. მატჩის დასრულებამდე შვიდნახევარი წუთით ადრე ლეონარდი და კომპანია უკვე 96:76-ს იგებდნენ. აღსანიშნავია, რომ კლიპერსს შარლოტთან ბოლო 10 საშინაო მატჩი მოგებული აქვს.

📺 ვიდეო: ლოს ანჯელეს კლიპერსი 111:96 შარლოტ ჰორნეტსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები