Thumbnail

წყალბურთის გაკვეთილები უნგრელებისგან | დებიუტი სადებიუტო ევროპის თასზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უნგრეთში დაიწყო ევროპის თასის გათამაშება წყალბურთში.
  • პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უნგრეთთან 5:16 დამარცხდა.

უნგრეთში დაიწყო ევროპის თასი წყალბურთში, რომელიც ახალი ტურნირია და პირველად თამაშდება. ტურნირში 14 ნაკრები მონაწილეობს, მათ შორის რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები. 

საქართველო A ჯგუფშია მასპინძელ უნგრეთთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან და რუმინეთთან ერთად. 

პირველ ტურში ჩომახიძის გუნდი მასპინძელს დაუპირისპირდა, რომელიც 9-გზის ოლიმპიური ჩემპიონია და ამიტომაც ამ დაპირისპირების აშკარა ფავორიტი იყო. უნგრელებმა ქართველებს 16:5 მოუგეს. 

ქართველი წყალბურთელებიდან თითო გოლი მესხმა, ბაღათურიამ, ელაჩამ, ბითაძემ და რურუამ გაიტანეს. 

პირველ ტურში ჯგუფში რუმინეთმა საფრანგეთს 7:4 მოუგო, ხოლო ესპანეთი ისვენებდა.

16 თებერვალს საქართველოს ნაკრები სწორედ ესპანეთს დაუპირისპირდება. ჯგუფში საუკეთესო სამეული სუპერფინალში გადის, რომელიც 8 გუნდიანი იქნება, ხოლო ტურნირი აპრილის დასაწყისში გაიმართება. 

კომენტარები

ბოლო ამბები