Thumbnail
  • ბუდუ ზივზივაძემ დებრეცენს ბრწყინვალე გოლი გაუტანა
  • ქართველი ფორვარდი მე-10 ტურის სიმბოლურში 

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთის ჩემპიონატის, NB I-ის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. csakfoci.hu-მ მეზოკოვეშდის სამი ფეხბურთელი გამოარჩია და მათ შორის ქართველი ფორვარდია, რომელმაც დებრეცენს 3:1 მოგებულ შეხვედრაში შესანიშნავი გოლი გაუტანა - ბუდუმ 53-ე წუთზე სტუმართა 4 მცველი მოატყუა. 

25 წლის ზივზივაძემ 9 თამაშში 4 გოლი გაიტანა, მისი მეზოკოვეშდი კი 22 ქულით ლიდერებშია - ფეჰერვარსა და ფერენცვაროშსაც (სადაც ლაშა დვალი თამაშობს) 22-22 ქულა აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები