Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის ტურზე სეზონი დაასრულა
  • ერთი ტიტული და კარიერის მიღწევა სეზონში

პარიზის მასტერსზე რადუ ალბოტთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის (26) სეზონი დასრულებულია. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის სეზონის ფაქტები

🎾 2019 წელს ნიკამ კარიერის საუკეთესო ნიშნულს 27 მაისს მიაღწია, როცა მსოფლიოს მე-16 ჩოგანი გახდა, თუმცა სეზონის ბოლოსთვის ათი ადგილით დაქვეითდა. 

🎾 2019 წელს ნიკოლოზ ბასილაშვილმა $ 1 549 169 გამოიმუშავა

🎾 2019 წელს ATP-ის ერთეულებში ქართველმა ჩოგბურთელმა 28 შეხვედრა მოიგო და 23 წააგო.

🎾 მან 2019 წელს ATP-ის ტურზე ერთი ტიტული მოიგო - ჰამბურგში შარშანდელი ტიტული დაიცვა.

🎾 ჰამბურგში მან ალექსანდერ ზვერევთან ნახევარფინალში ორი მატჩ-პოინტი გადაარჩინა და შემდეგ ფინალში რუბლიოვი დაამარცხა. 

🎾 გახდა საუკეთესო ქართველი რეიტინგში 1973 წლის შემდეგ.

🎾 ლიონის ტურნირზე ნახევარფინალში ითამაშა, დოჰაში, დუბაისა და ბუდაპეშტში - მეოთხედფინალი.

🎾 ავსტრალიასა და აშშ-ს ღია პირველობებზე მე-3 რაუნდში ითამაშა.

🎾 დიდი სლემის ტურნირებზე 2019-ში 5 მატჩი მოიგო და 4 წააგო. 

🎾 Top 10-ის მოთამაშეებს 6-ჯერ ეთამაშა - 1:5. 

🎾 ტაი ბრეიკებში 12:11.

🎾 სამჯერ ითამაშა 5-სეტიანი მატჩი (სამივე მოიგო).

🎾 შედეგები საფარის მიხედვით: თიხნარი - 10:6; ბალახი - 1:3; ჰარდი - 17:14, დარბაზში - 2:4.

🎾 2019 წელს 282 ეისი შეასრულა, 299 ორმაგი შეცდომა დაუშვა

კომენტარები

ბოლო ამბები