Thumbnail
  • მირზა სხულუხია და ტარიელ გაფრინდაშვილი ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ
  • კვარცხლბეკზე ასვლის შანსი ედემი ბოლქვაძეს და გივი მაჭარაშვილსაც აქვთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრები მირზა სხულუხია (70 კგ.) და ტარიელ გაფრინდაშვილი (79 კგ.) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და ხვალ, ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

სხულუხიამ ნახევარფინალში უკრაინელ ოლეკსი ბორუტასთან ურთულესი ორთაბრძოლა გადაიტანა. ქართველი მეტოქეს 1:5 ჩამორჩა, თუმცა, დარჩენილ დროში 8 უპასუხო ქულა მიითვალა და გამარჯვება იზეიმა.

📺 მირზა სხულუხია - ოლეკსი ბორუტა

მირზა სხულუხია (70 კგ) მსოფლიოს U23 ჩემპიონატის ფინალშია

მირზა სხულუხია (70 კგ) მსოფლიოს U23 ჩემპიონატის ფინალშია ქუთაისელი ფალავანი 2-5-ს აგებდა უკრაინელ ბორუტასთან და წინა შეხვედრის მსგავად მეორე პერიოდის ბოლოს შემოატრიალა შეხვედრა დასაბოლოოდ 9-5 დაამარცხა მოწინააღმდეგე, ფინალში სხულუხია რუსეთის წარმომადგენელ ჩერმან ვალიევს შეხვდება.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ მანამდე, სხულუხიამ მერვედფინალში კანადელი ქონორ მაკნისი 7:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი იაპონელ ჰარუკი სენოს 6:2 სძლია.

გადამწყვეტ შერკინებაში მირზას მოწინააღმდეგე რუსი ჩერმან ვალიევი იქნება, რომელმაც გზიდან ინდოელი ნავეენ ნავეენი (11:0), მონღოლი ტემუულენ ენხტუია (11:0), აზერბაიჯანელი დაუდ იბრაგიმოვი (7:0) და ირანელი ამირჰოსეინ ალი ჰოსეინი (10:0) ჩამოიცილა.

ტარიელ გაფრინდაშვილი

ტარიელ გაფრინდაშვილმა პირველ ორთაბრძოლაში ეგვიპტელ მოსტაფა მაჰმუდ საიედს 4:0 მოუგო, მეოთხედფინალში ამერიკელ მუჰამედ მაკბრაიდს აჯობა (4:2), ნახევარფინალში კი, მეტად სანახაობრივ ორთაბრძოლაში თურქი რამაზან იშაკ სარი დაჩაგრა – 10:6.

📺 ტარიელ გაფრინდაშვილი - რამაზან იშაკ სარი

ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) თურქი რამაზან სარი 10-6 დაამარცხა

ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) თურქი რამაზან სარი 10-6 დაამარცხა და მსოფლიოს U23 ჩემპიონატის ფინალში გავიდა სადაც აზერბაიჯანელ აბაკაროვს ხვალ დაეჭიდება.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2019

გადამწყვეტ შეხვედრაში ტარიელის პირისპირ აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი დადგება, რომელმაც თავის მხრივ ყირგიზ ატაი იზაბეკოვს (10:0), რუს რადიკ ვალიევს (16:6), მოლდოველ გეორგი პასკალოვს (10:0) და ინდოელ ვეერ დევ გულიას (8:1) აჯობა.

რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება მიიღეს ედემი ბოლქვაძემ (65 კგ.) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ.). ბოლქვაძე ესპანელ კარლოს ალვარეს იგლესიასთან იჭიდავებს, თუკი იმარჯვა, უკრაინელ იჰორ ნიკიფორუკს შეერკინება და წარმატების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლისთვის ყირგიზ ერნაზარ აკმატალიევს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება მაჭარაშვილს, იგი ძალებს ლიტველ ლუკას კრასაუსკასთან მოსინჯავს და თუკი წარმატებით იჭიდავა, მე-3 ადგილისთვის ბელარუს დენის ხრამიანკუს გაეჯიბრება.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატს გამოეთიშა რობერტ დინგაშვილი (57 კგ.). ირანელმა ფალავანმა, რომელთანაც ქართველი მეოთხედფინალში დამარცხდა, ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

ხვალვე, საკვალიფიკაციო და ნახევარფინალურ შეხვედრებს ჩაატარებენ დარჩენილი 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები, საქმეში კი თეიმურაზ ვანიშვილს (61 კგ.), გიორგი სულავას (74 კგ.), ზაურ ბერაძეს (86 კგ.), დემურ მეგენეიშვილს (92 კგ.) და ზურიკო ურთაშვილს (125 კგ.) ვიხილავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები