Thumbnail
  • 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატმა სტარტი დღეს აიღო
  • საწყის ხუთ წონაში ნახევარფინალური ორთაბრძოლები საღამოს ჩატარდება

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს დაწყებულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატში, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 5 წევრი ჩაება, რომელთაგან ორმა ნახევარფინალში გააღწია, სამს კი რეპეშაჟში გადასვლის შანსი აქვს.

წარმატებას მირზა სხულუხიამ (70 კგ.) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ.) მიაღწიეს. სხულუხიამ მერვედფინალში კანადელი ქონორ მაკნისი 7:1 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი იაპონელ ჰარუკი სენოს 6:2 სძლია.

📺 მირზა სხულუხია - ჰარუკი სენო

მირზა სხულუხიამ (70 კგ) ბოლო წამებზე გამოგლიჯა მოგება იაპონელ სენოს 6-2

მირზა სხულუხიამ (70 კგ) ბოლო წამებზე გამოგლიჯა მოგება იაპონელ სენოს 6-2 და U23 მსოფლიოს პირველობის ნახევარფინალში გავიდა.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2019

ფინალის საგზურისთვის მირზა უკრაინელ ოლეკსი ბორუტას გაეჯიბრება, მე-2 ნახევარფინალში კი ირანელი ამირჰოსეინ ალი ჰოსეინი და რუსი ჩერმენ ვალიევი არიან.

გაფრინდაშვილმა პირველ ორთაბრძოლაში ეგვიპტელ მოსტაფა მაჰმუდ საიედს 4:0 მოუგო, ხოლო მეოთხედფინალში ამერიკელ მუჰამედ მაკბრაიდს აჯობა – 4:2.

ქართველი ფალავანის მომდევნო მოწინააღმდეგე თურქი რამაზან იშაკ სარი იქნება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი აზერბაიჯანელი აბუბაკრ აბაკაროვი და ინდოელი ვეერ დევ გულია იბრძოლებენ.

📺 ტარიელ გაფრინდაშვილი - მოსტაფა საიედი

ტარიელ გაფრინდაშვილი - საიედი (ეგვიპტე). მსოფლიოს ჩემპიონატი. 1/8 ფინალი (79კგ)

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2019

რეპეშაჟში გადართვის შანსი აქვთ რობერტ დინგაშვილს (57 კგ.), ედემი ბოლქვაძეს (65 კგ.) და გივი მაჭარაშვილს (97 კგ.). ეს, იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი, ის მოჭიდავეები, რომლებთანაც ჩვენებურები დამარცხდნენ, ფინალში გასვლას შესძლებენ.

დინგაშვილი ევროპირველობაში კვალიფიკაციიდან ჩაება, სადაც ამერიკელ რიჩარდ თაუნსელს 7:5 მოუგო, თურქი აჰმეტ დუმანი 6:1 დაამარცხა, მეოთხედფინალი კი ირანელ ალირეზა სარლაკთან 5:7 დათმო. ამ უკანასკნელს ნახევარფინალში ყაზახი ადლან ასკაროვი ელის.

📺 რობერტ დინგაშვილი - აჰმეტ დუმანი

რობერტ დინგაშვილმა (57 კგ) ამერიკელ ტოუნსელს 7-5 და თურქ დუმანს 6-1 მოუგო

რობერტ დინგაშვილმა (57 კგ) ამერიკელ ტოუნსელს 7-5 და თურქ დუმანს 6-1 მოუგო, მეოთხედფინალში კი ირანელ სარლაკს შეხვდება.

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2019

პირველივე რაუნდში იაპონელ ტაკუმა ტანიამასთან 1:12 წააგო და ახლა, მისსავე ყოჩაღობაზეა დამოკიდებული ბოლქვაძე. ქართველის ძლევის შემდეგ, აზიელმა ესპანელ და უკრაინელ მეტოქეებსაც აჯობა და თუკი, ნახევარფინალში ყირგიზ ერნაზარ აკმატალიევსაც სძლია, ედემის სანუგეშო შეჯიბრში გაუშვებს.

მაჭარაშვილმა მერვედფინალში გერმანელი ერიკ სვენ ტილი დაჩაგრა (5:2), მეოთხედფინალში კი ირანელ მოიტაბა გოლეიჯისთან დიდი ბრძოლა გადაიტანა და 6:8 წააგო. ირანელს ნახევარფინალში ბელარუს დენის ხრამიანკუსთან დაპირისპირება ელის და ნათელია, რომ ქართველმა ფალავანმა გოლეიჯის გამარჯვებას უნდა უქომაგოს.

📺 გივი მაჭარაშვილი - ერიკ ტილი

გივი მაჭარაშვილი - ტიელი (გერმანია). 1/8 ფინალი

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2019

ბუდაპეშტის ეროვნული უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საღამოს სესია სტარტს თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს და აღნიშნულ ხუთ წონაში ფინალისტთა ვინაობასაც შევიტყობთ.

კომენტარები

ბოლო ამბები