Thumbnail

ხელბურთი | საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებმაც დაიწყეს

  • ტურნირი შარშანდელისგან განსხვავებული ფორმატით ტარდება
  • მეორე ეტაპზე 10 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს ბრძოლას

თბილისსა და სენაკში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი უფროსი ასაკის, 2004-05 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ხელბურთში. შეჯიბრება აღმოსავლეთ საქართველოს ხუთმა გუნდმა დაიწყო. შარშანდელისგან განსხვავებით, როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ლიგებმა ჯერ ცალ-ცალკე გამოავლინეს რეგიონული ჩემპიონები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს საქართველოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა, წლეულს ერთიანი ჩათვლა იქნება. პირველ ეტაზე ყველა გუნდი ერთმანეთს თითოჯერ შეხვდება, ამის შემდეგ კი ბრძოლას 10 საუკეთესო გააგრძელებს.

თბილისში ორი თამაში მოიგო შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორმა პეგასმა, ხოლო სენაკში პირველი გამარჯვება იზეიმა საქართველოს ჩემპიონმა, აჭარის გუნდმა. 2 მატჩი მოიგო ბრინჯაოს პრიზიორმა, ფოთის ოქროს ვერძმა.

დასავლეთში ტურნირი დაიწყო ექვსმა გუნდმა: აჭარამ, ფოთმა, ზუგდიდმა, სამტრედიამ, წყალტუბომ და სენაკმა. შეჯიბრებაში ასევე ჩაერთვებიან ბათუმის შავი ზღვის ბიჭები, ქუთაისი და ტყიბული.

საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

პეგასი 21-9 რუსთავი
ქარიშხალა 30-15 ქარელი
პეგასი 33-12 თელავი
ქარიშხალა 22-11 რუსთავი
ქარელი 14-17 თელავი
ზუგდიდი 32-4 სენაკი
ფოთი 29-21 სამტრედია
სენაკი 5-45 აჭარა
ფოთი 26-16 წყალტუბო

კომენტარები

ბოლო ამბები