Thumbnail
  • დოქსა 0:6 ანორთოსისი
  • თემურ ქეცბაიას კომენტარი მატჩის შემდეგ

კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-7 ტურში თემურ ქეცბაიას ანორთოსისმა სტუმრად დოქსას 6:0 მოუგო. ამ შეხვედრაში გოლი და 2 საგოლე პასი ნიკა კაჭარავამ მიითვალა (მან 53-ე წუთზე გაიტანა), ერთი გოლიც ბუბა დაუშვილის ანგარიშზეა (79-ე წუთზე). განსაკუთრებით ლამაზი დაუშვილის გოლი გამოდგა - შორეული დარტყმით ბუბამ მასპინძელთა კარის "ცხრიანში" გაიტანა. 

კარში გიორგი ლორია იდგა, ნიკა კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშა, ბუბა დაუშვილი კი 59-ე წუთზე შევიდა. რაც შეეხება, თორნიკე ოქრიაშვილს, ის ტრავმის გამო განაცხადში არ იყო. 

ნიკა კაჭარავამ 8-თვიანი პაუზის მერე პირველად გაიტანა, მან პირველად ითამაშა ჩემპიონატში სასტარტო შემადგენლობაში. 

თემურ ქეცბაია (ანორთოსისის მწვრთნელი): "რა ვთქვა, შედეგი თავად ამბობს ჩვენს ნაცვლად - თავიდან ბოლომდე ვაჯობეთ მეტოქეს. სიმართლე ითქვას, ასეთ ანგარიშს არ ველოდი. მოწინააღმდეგე ჩვენთვის ყოველთვის უხერხულად ითვლებოდა. ვულოცავ ჩემს ბიჭებს, მოედანზეც და მის გარეთაც განსაკუთრებულებს".

ქეცბაიას გუნდმა ჩემპიონატის 6 ტურში 5 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა და პირველ ადგილზეა მიუხედავად იმისა, რომ მატჩით ნაკლები აქვს გამართული. 

კომენტარები

ბოლო ამბები