Thumbnail
  • ლივერპული 2:1 ტოტენჰემი
  • იურგენ კლოპის გუნდი მდევარს კვლავ 6 ქულით უსწრებს

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში ლიდერმა ლივერპულმა "ენფილდზე" ტოტენჰემს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ლივერპული 28 ქულით პირველ ადგილზეა და მანჩესტერ სიტის 6 ქულით უსწრებს. ტოტენჰემი 12 ქულით მხოლოდ მეათე პოზიციაზეა. 

პირველივე წუთზე კორეელმა სონმა ბურთი ხარიხას გაარტყა, გამოვარდნილზე კი ყველას ჰარი კეინმა დაასწრო და ანგარიში გახსნა.

52-ე წუთზე ჯორდან ჰენდერსონმა მცველების შეცდომით ისარგებლა და მახვილი კუთხიდან გაიტანა. 

75-ე წუთზე ლივერპულს გამარჯვება მოჰამედ სალაჰმა მოუტანა, მან პენალტი გაიტანა, რომელიც სერჟ ორიემ "აიკიდა". 

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპული ბოლოს 10-ჯერ მოხვდა იმ სიტუაციაში, როცა აგებდა, თუმცა საბოლოოდ არც ერთხელ არ წაუგია - 7 მოგება, 3 ფრე. 

⚽ ბოლო 6 მატჩში, როცა ლივერპული აგებდა, საბოლოოდ იურგენ კლოპის გუნდი გამარჯვებული გამოვიდა. 

⚽ ჯორდან ჰენდერსობნა "ენფილდზე" პრემიერლიგაში 1 414 დღის შემდეგ პირველად გაიტანა. 

⚽ ჰარი კეინმა მატჩის პირველ წუთზე პრემიერლიგაში უკვე მესამე გოლი გაიტანა. 

ლივერპული 2:1 ტოტენჰემი

გოლები: 0:1 კეინი (1), 1:1 ჰენდერსონი (52), 2:1 სალაჰი (75-პენ)

ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი - ჰენდერსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (77. მილნერი) - სალაჰი (85. გომესი), ფირმინო (93. ორიგი), მანე

ტოტენჰემი (4-2-3-1): გაცანიგა - ორიე (84. ლუკასი), ალდერვეირელდი, სანჩესი, როუზი - ვინკსი (63. ნდომბელე), სისოკო - სონი, ერიკსენი (88. ლო სელსო), ალი - კეინი

სხვა მატჩები

ნიუკასლი 1:1 ვულვზი

გოლები: 1:0 ლასელსი (37), 1:1 ხონი (73)

არსენალი 2:2 კრისტალ პალასი

გოლები: 1:0 სოკრატისი (7), 2:0 დ. ლუისი (9), 2:1 მილივოიევიჩი (32-პენ), 2:2 ჯ. აიუ (52)

ნორვიჩი 1:3 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 0:1 მაკტომინეი (21), 0:2 რაშფორდი (30), 0:3 მარსიალი (73), 1:3 ო. ერნანდესი (88)

კომენტარები

ბოლო ამბები