Thumbnail

შაფათავას მარცხი ნახევარფინალში – ქართველები ჩინეთში რჩებიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სოფიო შაფათავამ და მისმა მეწყვილემ ფინალს ვერ უწიეს
  • მომავალ კვირას შაფათავა და ბოლქვაძე 60-ათასიან ტურნირზე ითამაშებენ

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფიო შაფათავამ ჩინეთის ქალაქ ნანინგში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი შეჯიბრში პირველი განთესვით ჩაებნენ და ფავორიტებადაც ითვლებოდნენ, თუმცა, ნახევარფინალში ჩინურ დუეტთან (სიქი ცაო-დან ნი ვანგი) 4:6, 6:2, 6:10 წააგეს.

მომავალ კვირაში ჩინეთშივე, ოღონდ, ლიუჟუში კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირი აიღებს სტარტს, რომლის საპრიზო ფონდიც 60 ათასი დოლარია.

შაფათავა თამაშს აღნიშნულ შეჯიბრზეც გეგმავს და სავარაუდოდ, კვალიფიკაციაში ჩაერთვება, მარიამ ბოლქვაძე კი პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული.

კომენტარები

ბოლო ამბები