Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა ბერძნებს 25 ქულა ჩაუგდო
  • თორნიკე შენგელიას პრესტიჟული ტიტული მესამედ ერგო

28 წლის ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიას ევროლიგის მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) აღიარეს.

ესპანური ბასკონიას ქართველმა ლეგიონერმა თავი ბერძნულ ოლიმპიაკოსთან მატჩში გამოიჩინა, რომელის მისმა გუნდმა 82:66 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ თორნიკემ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 29:45 წუთში 25 ქულა, 9 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

📺 თორნიკე შენგელიას მომენტები ოლიმპიაკოსთან

შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა და მან მინიმალურად აჯობა ბრაიანტ დანსტონს (ანადოლუ ეფესი), რომელმაც რეალთან შეხვედრაში 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ევროლიგაში ჩატარებულ 123 მატჩში თოკოს 25 ქულაზე მეტი არასდროს ჩაუგდია. ასევე სარეკორდოა ქართველი მძიმე ფორვარდის მიერ ჩაგდებული 9 ორქულიანიც.

ვთქვათ ისიც, რომ შენგელია ევროლიგის ტურის უძვირფასესი მოთამაშის ტიტულის მფლობელი მესამედ გახდა.

ბასკონია ოთხ ტურში 2 მოგებით მე-7 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 29 ოქტომბერს სტუმრად ფრანგულ ვილერბანთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები